როდის რცხვენია გაგა გოშაძეს

როდის რცხვენია გაგა გოშაძეს

გაბრიელ (გაგა) გოშაძეს არაერთ თეატრში აქვს სპექტაკლი დადგმული, მათ შორისაა: ვაკის სარდაფი, გრიბოედოვის, თავისუფალი, რუსთაველის თეატრები, ომსკში დადგმული აქვს ''კავკასიური ცარცის წრე'', ასევე იმუშავა ბათუმსა და ფოთში. ილიაუნის თეატრში განახორციელა ''ოპერა მაფიოზო'' და ''ანტიგონე''. ამ უკანასკნელი სპექტაკლით 22 ივლისს გასტროლი ჰქონდათ ბათუმში. უმეტეს შემთხვევაში საკუთარი სპექტაკლების მუსიკალურ გაფორმებაზე თავად ზრუნავს, რაც შეეხება მხატვრებსა და დანარჩენ გუნდს, ისინი ხშირად იცვლებიან.

ჯერჯერობით არ იცის, რა იქნება მესამე სპექტაკლი, რომელსაც ილიაუნის თეატრში დადგამს, ახლა შერჩევის პროცესშია და სავარაუდოდ, ეს კლასიკა იქნება...

- ბაბუაჩემი რეჟისორი გახლდათ. რამდენიმე თეატრში მუშაობდა, ბოლოს რუსთავში თოჯინების თეატრი დააარსა. დედაჩემიც იქვე მუშაობდა, რეჟისორის თანაშემწედ. მათ ქალაქიდან ქალაქში დავყვებოდი გასტროლზე და აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, თეატრში გავიზარდე. მამა ლექსებს წერს, ასე რომ, ირგვლივ სულ შემოქმედებითი ადამიანები მეხვივნენ. რეჟისორობაზე არ ვფიქრობდი, ჯერ სპორტით ვიყავი დაკავებული, შემდეგ - მუსიკით, მაგრამ მერე კინოოპერატორობა მოვინდომე და ამ ფაკულტეტზე ჩავაბარე, მოგვიანებით კინორეჟისორობამ გამიტაცა და იქ გადავინაცვლე. ბოლოს ტელედადგმების რეჟისურა დავამთავრე. იმ დროს ჯგუფი ავთო ვარსიმაშვილს ჰყავდა აყვანილი. საბოლოოდ თეატრმა დამაინტერესა და ამ სფეროს შევრჩი. ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს.

- არის ასეთი რეჟისორი გოშა გორგოშაძე, ალბათ, ბევრს ეშლებით ერთმანეთში...

- დიახ, სულ ვერევით ერთმანეთში (იღიმის). რუსთაველის თეატრში ''გონზაგოს მკვლელობაზე'' როცა ვმუშაობდი, იმავდროულად გოშა იქვე ''სტუმარ-მასპინძელს'' დგამდა. ერთხელ რადიოში ერთდროულად მიგვიწვიეს, რაზეც ბევრი ვიცინეთ. ხშირად მის სპექტაკლს მე მილოცავენ და პირიქით. არა უშავს, მერე რა მოხდა (იღიმის).

- დასადგმელი პიესის შერჩევისას ფიქრობთ იმაზე, მოვა თუ არა მასზე მაყურებელი თუ მხოლოდ თქვენი ინტერესის მიხედვით მოქმედებთ?

- პიესა, პირველ რიგში, უნდა მაწუხებდეს, ემოციას იწვევდეს. რასაკვირველია, მაყურებელზეც ვფიქრობ, რადგან სპექტაკლს მათთვის ვდგამ. მგონია, რომ აუცილებელია, სცენაზე ამბავი გათამაშდეს. ბევრი ფორმის ძიებით ამბავს კარგავს და ასეთი შემთხვევა ხშირია ქართულ თეატრში. არ ვამბობ, რომ ეს ცუდია, მაგრამ მე მაკლია ამბავი.

რაც შეეხება ჟანრს, არ აქვს მნიშვნელობა, რას აირჩევ. ვერ ვიტყვი, რომ მაყურებელს მხოლოდ კომედია უნდა. თუ ამბავი გასაგებია, ემოციურად შეეხები და აქტუალურია, ხალხი იმ სპექტაკლებზე ივლის.

- თქვენი აზრით, რაზეა დამოკიდებული სპექტაკლის რეპერტუარში ყოფნა-არყოფნის საკითხი, ზოგიერთი წლები რჩება, ზოგიც რამდენიმე ჩვენების შემდეგ ასრულებს სიცო-ცხლეს...

- ალბათ, აქტუალობასა და სპექტაკლის ხარისხზე.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება