როგორ ''გახდა'' ნიკა გრიგოლია ლელა

როგორ ''გახდა'' ნიკა გრიგოლია ლელა

ნიკა გრიგოლია ბევრი წელია, პოპულარობას ინარჩუნებს. მისთვის ყოველი ახალი საქმე, რომელსაც ეჭიდება, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, გამოცდილების მიღებასაც უკავშირდება და, რასაკვირველია, ცნობადობის შენარჩუნებასაც. პოპულარობას იუმორისტისა და ტელეწამყვანისთვის ორმაგი დატვირთვა აქვს, როგორც დადებით, ასევე უარყოფით ეფექტებსაც შეიცავს, თუმცა არ ესმის იმ პოპულარული ხალხის, რომლებიც თაყვანისმცემლებთან ფოტოს გადაღებაზე უარს ამბობენ და მათ მიერ ყურადღების ყოველ გამოვლენას უარყოფითად აფასებენ.

ნიკასთან საუბარი ''ეკი-ვოკით'' დავიწყეთ, რომელსაც ახლა ლელა მებურიშვილის მაგივრად თავად უძღვება.

- ''ეკი-ვოკის'' წამყვანობას ადვილად დათანხმდი?

- დავთანხმდი იმიტომ, რომ მგონია, ამ გადაცემის წამყვანობას კარგად შევძლებ.

- ლელა მებურიშვილი ჩაანაცვლე.

- მგონია, რომ ეს არ იყო ჩანაცვლება. ლელა, როგორც ვიცი, აღარ იყო ამ გადაცემის წამყვანი და მე მითხრეს, ახლა შენ უნდა იყო ლელაო და მეც გავხდი ლელა (იცინის). გადაცემის ფორმატი შეიცვალა, შესაძლოა, ცნობილ სტუმართან ერთად ნახონ სრულიად უცნობი მონაწილეც, რომელიც მისი მეგობარია. გარდა ამისა, დაემატა ახალი რუბრიკები, მაგალითად, მონაწილეებიც აუხსნიან ერთმა-ნეთს სიტყვებს. კიდევ შევმატებთ ახალ-ახალ რაღაცებს. ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა, თუმცა მაინც ახალი საქმეა. მსგავსი ტიპის ფორმატი სიახლეა, ჩემი მხრიდან განახლებული ენერგია დასჭირდა.

- ალბათ, ხუმრობების მოზომვაც გიწევს.

- ბუნებრივია. უნდა იყოს ისეთი ხუმრობები, რომლებიც საბავშვო გადაცემის ფორმატს შეესაბამება. გადაცემები ჩაწერილია და უკვე გავიდა ეთერში, მთელი აგვისტოს განმავლობაში ყოველ კვირას იქნება ეთერში.

- დასვენებას მოახერხებ?

- ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დამპატიჟეს, ძირითადად, ჩემმა მეგობრებმა და ნათესავებმა. სწორედ ახლა ვაწყობ გეგმებს. ცდუნება დიდია, როცა მეგობარი გეპატიჟება, ეს თავისთავად ნაკლებ ხარჯებს უკავშირდება. თანაც, როცა ახლობლების გარემოცვაში ისვენებ, ესეც ძალიან კარგია.

- ჩვენი რუბრიკის თემას რომ მივუახლოვდეთ, რაში გეხმარება პოპულარობა?

- საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც პოპულარობას კარგად იყენებენ და ცხოვრების დონეს იუმჯობესებენ. ბევრ რამეში პოპულარობა არ დამეხმარა. ერთხელ მოტოციკლის ზეთის საყიდლად დავდიოდი, ყველგან 15 ლარი ღირდა, ერთგან მიცნეს, შენ ნიკა გრიგოლია არა ხარო და 25 ლარი დამიფასეს. რომ ვკითხე, ფასი რატომ გამიზარდე-მეთქი, შენ ცნობილი კაცი ხარ და ფული როგორ არ გექნებაო. რატომ ჰგონიათ, რომ რომელიმე უცნობ ადამიანზე მეტი ფული მაქვს, ვერ გეტყვი.

პოპულარული ადამიანი სულ ყურადღების ცენტრშია, რაც მე კომფორტს ნამდვილად არ მიქმნის. ძალიან მომწონს, როცა მას მოვწონვარ, ვინც მიცნობს, მადლობას ვეუბნები მათ, ვინც მხოლოდ ტელევიზიიდან მიცნობს და სიმპათიით არის განწყობილი, მაგრამ მათთან ურთიერთობისას ზედმეტი ეტიკეტია საჭირო.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება