ქეთა თოფურიას იდეალური დიეტა - დაიკელით შიმშილის გარეშე

ქეთა თოფურიას იდეალური დიეტა - დაიკელით შიმშილის გარეშე

ქეთა მუდმივად შესანიშნავ ფორმაშია, ამაში როგორც ჩანს გენეტიკაც უწყობს ხელს, მაგრამ ფაქტია, რომ წონის პრობლემა ყველაზე ხშირად ვარსკვლავებს აწუხებთ, რადგან მათი დღის რეჟიმი იმდენად დატვირთულია, რომ ჭამის გრაფიკი არეული აქვთ.

ერთ-ერთ რუსულ ჟურნალთან ცოტა ხნის წინ მომღერალმა 12 დღიანი დიეტის საიდუმლო გაამხილა. ჟურნალისტის კითხვაზე თუ როგორ ახერხებდა წონის შენარჩუნებას მომღერალმა ვრცლად უპასუხა და მკითხველს შესანიშნავი რჩევები მისცა.

ქეთა:

- ძირითადად მხოლოდ ცილოვან საკვებს მივირთმევ. მთელი დღის განმავლობაში შემიძლია ვჭამო ხორცი, თევზი, ზღვის პროდუქტები, უმი ბოსტნეული სხვადასხვა რაოდენობით. ასევე ვჭამ ყველს, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ცხიმიანია.

ერთდაერთი რასაც კატეგორიულად გამოვრიცხავ ეს არის შემწვარი საჭმელი, შოკოლადი და ნამცხვრები. ასევე ჩემ შავ სიაში შედის კარტოფილი, მაიონეზი და ალკოჰოლი. უბრალოდ დაივიწყეთ ამ სამი რამის არსებობა.

უამრავი ადამიანი ვიცი, ვინც საღამოობით ჭამაზე უარს აცხადებს, რას დაუშვებელია. მთავარია დაძინებამდე ორი საათით ადრე მიირთვათ და ეს იყოს ციოლოვანი საკვები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აუცილებლად მოერიდეთ შემწვარ საჭმელებს.

ჯანსაღი კვებისას ასევე მნიშვნელოვანია წყლის მიღება. დღის განმავლობაში მიიღეთ ორი ლიტრი წყალი. თუ რაოდენობას ვერ აკონტროლებთ, დღის განმავლობაში შეიძინეთ 4 ბოთლი 0.5 ლიტრი წყალი. თითო ბოთლი დალიეთ ორი საათის განმავლობაში.

წაიკითხეთ მეტი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება