უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქ იასინოვატაიაზე კონტროლი დაამყარეს

უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქ იასინოვატაიაზე კონტროლი დაამყარეს

შეიარაღებული ძალების 95-ე ბრიგადამ დონეცკის კიდევ ერთ ქალაქზე დაამყარა კონტროლი. "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტი , პეტრო პოროშენკო "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ ქალაქ იასინოვატაიას დაკავებას სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია.

"უკრაინის დროშა რაიონულ ცენტრზეა აღმართული! ეროვნული გვარდია ასრულებს ბოევიკების დაჯგუფებების ძიებასა და ლიკვიდაციას", - წერს პოროშენკო.

დღეს, ეროვნული უშიშროების საბჭოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, ანდრეი ლისენკომ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები აპირებდნენ ექვს ქალაქზე მიეტანათ იერიში.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა