ლუგანსკის ოლქის სოფელ სტანიცა ლუგანსკში უკრაინული ტანკები შევიდნენ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სოფელში შესულ უკრაინულ ტექნიკას ბოევიკებმა ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგად ხანძარი გაუჩნდა საბავშვო ბაღსა და რამდენიმე საცხოვრებელ სახლს.
ამასთან, უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერის ანდრეი ლისენკოს ინფორმაციით, უკრაინელმა ძალოვანებმა ლუგანსკის ერთ ნაწილზე კონტროლის დამყარება შეძლეს.
არსებული ინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ ლუგანსკის ოლქის სოფელ ხრიაშჩევატოეში დევნილების კოლონა დაცხრილეს. ანდრეი ლისენკოს განცხადებით, მსხვერპლი დიდია, თუმცა, მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია.