''რძალ-დედამთილს შორის ურთიერთობის გაფუჭება მაინც დედამთილის ბრალია''

''რძალ-დედამთილს შორის ურთიერთობის გაფუჭება მაინც დედამთილის ბრალია''

ირინა სარიშვილს ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე ვესაუბრეთ. ინტერვიუში ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი ვახსენეთ, თუმცა ყველაზე საინტერესოდ მეჩვენა ქალბატონი ირინას დამოკიდებულება რძალ-დედამთილის ინსტიტუტთან, მით უმეტეს, რომ თავადაც პოტენციური დედამთილია, სამი ბიჭის დედა.

- შეიძლება ითქვას, რომ ტრადიციული ვარ, ვინარჩუნებ ოჯახურ ტრადიციებს, ახალ წელს, შობას, სხვადასხვა ოჯახურ დღესასწაულს ერთად ვხვდებით, სხვა კულტ-მასობრივი ღონისძიებები ოჯახს არ გაგვაჩნია.

- არსებობს ტრადიცია, რომელიც თქვენს სიმპათიას არ იწვევს?

- ძალიან არ მომწონს გარდაცვალებასთან დაკავშირებული ზღვარგადასული ორმოცები, ქელეხები და ა.შ. არ ვამბობ იმას, რომ ეს ტრადიცია უნდა მოისპოს და ქელეხი ან ორმოცი ოჯახმა არ უნდა გადაიხადოს, მაგრამ ხშირად ისეც ხდება, რომ ავიწყდებათ, სად არიან, დამსწრე საზოგადოების რაოდენობა ასტრონომიულ ციფრზე ადის, რაც ნორმალური აღარ არის. ჩემი აზრით, ეს ტრადიციის დამახინჯებაა. ნებისმიერი ასეთი სუფრა გლახაკებს უნდა აპურებდეს, ურიგდებოდეს გაჭირვებულებს, ან მიჰქონდეთ ეკლესიაში, ნასუფრალის სახლში წაღება სწორი არაა, ამას არ გვკარნახობს ტრადიცია.

მომწონს ქართული სუფრა, მაგრამ არა ღრეობა, ესეც დამახინჯებაა. ნამდვილი ქართული ტრადიციული სუფრა არის მოლხენა, სიმღერა და ღვინის სმა იქამდე, სანამ ადამიანს გონება უნარჩუნდება.

- ქალბატონო ირინა, როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს ''ქალური ბედნიერება''?

- ჩემი აზრით, ქალურ და კაცურ ბედნიერებაში, გარდა ოჯახის, შვილების კარგად ყოფნისა, მოიაზრება ორი, ერთმანეთისთვის დაბადებული ადამიანის სიყვარული, რომელთაც ყოველგვარი შეჯიბრებისა და კონკურსის გარეშე უყვართ ერთმანეთი.

- ხშირად ამბობენ, რომ ქალები დაჩაგრულები არიან ოჯახურ ცხოვრებაში. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

- ვფიქრობ, რომ ქართულ რეალობაში ქალის ჩაგვრაზე საუბარიც კი არ შეიძლება. პირადად მე მაკმაყოფილებს ის დამოკიდებულება ქალის მიმართ, რაც საქართველოშია გავრცელებული, უზრდელებსა და უნახავებს არ ვგულისხმობ.

ის, რომ ქალს ბევრი საქმის კეთება უწევს, სულაც არ მიმაჩნია უფლებების შელახვად, პირიქით, ქალმა, კაცისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ბევრად მეტი ფუნქცია შეიძინა, ვიდრე აქამდე ჰქონდა, მრავალფუნქციური ადამიანი კი უფრო ბედნიერია და სრულფასოვნად გრძნობს თავს, ვიდრე მთლიანად, ან ნახევრად უფუნქციოდ დარჩენილი ადამიანი. როდესაც ქალი ოჯახის მარჩენალია, ეს კაცების მენტალიტეტს თრგუნავს, სწორედ ამის გამო მე კაცის მძიმე მდგომარეობაზე უფრო ვისაუბრებდი, ვიდრე ქალის. არც ერთ ნორმალურ კაცს არ უნდა, იყოს დამოკიდებული ქალზე, თუ მას ეს სიამოვნებს, ანომალიაა, ისევე, როგორც ნორმალური ფსიქიკის ქალს არ უნდა სიამოვნებდეს კაცი ქუსლის ქვეშ.

კაცი, რომელიც ბევრს ყვირის, ჩხუბობს და შეიძლება, ხელებსაც აძლევს თავისუფლებას, სუსტია და სწორედ ამ კომპლექსის გადაფარვა უნდა ამით, ნორმალურ კაცს ოჯახის სამართავად არ სჭირდება არანაირი მბრძანებლური ტონი, თუ კაცი კაცია, ბუნებრივადაა ოჯახის უფროსი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე მისი მოადგილე ვარ ან მას ვექვემდებარები, ნებისმიერ სიტუაციაში, მით უმეტეს შვილებთან ურთიერთობაში ჯობია, შედეგის მომცემი გზა მოინახოს და არა თითის ქნევით გაკეთდეს საქმე.

- როგორ ფიქრობთ, ღალატი და პატიოსნება რატომ იყოფა სქესის მიხედვით? კაცის ღალატი ''მოსულა'' და ქალის არა.

- ღალატის დაყოფა სქესის მიხედვით სრულ იდიოტიზმად მიმაჩნია, ღალატი ერთნაირად მტკივნეულია იმისთვის, ვისაც ღალატობენ. უბრალოდ, არსებობს მოსაზრება, რომ კაცს შეიძლება არ უყვარდეს, მაგრამ უღალატოს, ქალი კი სიყვარულის გამო ღალატობს. ბევრი ადამიანი მინახავს, რომელიც ქმარზე ამბობს, კაცია და აბა, რას იზამს, შეიძლება ჰყავდეს ვინმეო, რაც არანაირად არ მესმის. კაცისთვის შესაძლებელია, ჰყავდეს ერთი მუდმივი საყვარელი და იმავდროულად ხელშეუხებელი ოჯახი, ზოგიერთი ქალიც ახერხებს ამას, მაგრამ ქალები უფრო მარტივად ''იყიდებიან'' ასეთ დროს.

იხილეთ სტატია სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება