აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქებში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება

აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქებში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება

ანტიტერორისტული ძალების მიერ ბლოკირებულ დონეცკის ოლქის ქალაქ ილოვაისკში საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

უკრაინული მედიის ცნობით, ბატალიონმა "დონბასი", რომელიც ქალაქში წუხელ შევიდა, ქალაქის ცენტრამდე გასვლა და უკრაინის დროშის აღმართვა მოახერხა.

უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, დიმიტრი ტიმჩუკის განცხადებით, ტერორისტებისგან გასათავისუფლებელი ბრძოლები მიმდინარეობს იასინოვატიაშიც.

liga.net-ის ცნობით, გუშინ უკრაინის სამთავრობო ძალებმა ასევე ალყაში მოაქციეს ქალაქი გორლოვკა, ბრძოლები მიმდინარეობდა ლუგანსკისა და დონეცკის გასათავისუფლებლადაც.

მომზადებულია liga.net-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა