სილუეტებზე და ჩრდილებზე მონადირე ფოტოგრაფი, რომელმაც ''უცხოდ'' დარჩენა არჩია

სილუეტებზე და ჩრდილებზე მონადირე ფოტოგრაფი, რომელმაც ''უცხოდ'' დარჩენა არჩია

გიორგი ბეჟანიშვილი თვითნასწავლი ფოტოგრაფია და საყვარელ საქმესთან ერთად, კახეთის საინფორმაციო ცენტრში კორესპონდენტად მუშაობს. დაბადების შემდეგ თელავში ცხოვრობს. იღებს იქაურ ყოფას და ქუჩის მოძრავ კადრებს ფოტოებზე აჩერებს. სოციალურ ქსელში და გარშემო ყველა უცხოგრაფად იცნობს. ამბობს, რომ ეს ბავშვობიდან მოჰყვება, როდესაც რეპერობაზე ოცნებობდა.

- გიორგი, პირველ რიგში, შენ შესახებ მოგვიყევი...

- თბილისში დავიბადე, თუმცა 28 წელია, თელავში ვცხოვრობ. ბავშვობაში მომღერლობაზე ვოცნებობდი, ცოტა ხანს ვმღეროდი კიდეც, თუმცა მოგვიანებით ჟურნალისტიკით დავინტერესდი. თელავში ჟურნალისტიკის სპეციალობა არ იყო და უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე, თუმცა ჩემი სპეციალობით თითქმის არასდროს მიმუშავია.

- როგორ შემოვიდა შენს ცხოვრებაში ფოტოგრაფია?

- ბოლო ორი წელია, დავინტერესდი. ბავშვობაში გვქონდა ფოტოაპარატი, რომლითაც მხოლოდ საოჯახო ალბომისათვის ვიღებდით სურათებს. პირველი კადრიც მაშინ გადავიღე, მაგრამ ამ ყველაფერს სპონტანური სახე ჰქონდა და არ მახსოვს. რაც შეეხება ჩემს დაინტერესებას, ეს მოხდა თელავის უნივერსიტეტში, სადაც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ვმუშაობდი. სწორედ იქ დავიწყე ციფრული ფოტოაპარატით გადაღება.

- რატომ უცხოგრაფი?..

- ბავშვობაში ჯგუფი მქონდა, რეპს ვმღეროდი მეგობრებთან ერთად და ჩვენს ჯგუფს სახელად ''უცხო'' ერქვა. შემდეგ ჯგუფი დაიშალა და ეს სახელი მე დამრჩა. თელავში ყველა ამ მეტსახელით მიცნობს. მეგობრების რჩევით გავაკეთე ''ფეისბუქში'' ჩემი ფოტოების გვერდი და სახელიც სიტყვების - ''უცხო'' და ''ფოტოგრაფი'' კომბინირებით შევადგინე.

- საკმაოდ მრავალფეროვანი ფოტოარქივი გაქვს...

- მიყვარს პორტრეტები, ძირითადად, სწორედ პორტრეტებს ვიღებ. ასევე ძალიან მიტაცებს ქუჩის ფოტოგრაფია. ხშირად დავდივარ ქუჩაში ტელე-ფოტოლინზით და ვცდილობ, შეუმჩნევლად

გადავიღო ქალაქის ყოველდღიურობა. ძალიან ხშირად დავეძებ გრაფიკულ კადრებს. სილუეტებსა და ჩრდილებზე მონადირე ვარ.

იხილეთ ვრცლად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება