ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი, რომელსაც ხშირად ლუ გერინგის დაავადებას უწოდებენ, არის პროგრესიული ნეიროგადაგვარება, დაავადება, რომელიც აზიანებს ტვინის და ზურგის ტვინის ნერვულ უჯრედებს. მთავარი ნეირონების პროგრესული გადაგვარება საბოლოოდ სიკვდილს იწვევს. როდესაც მთავარი ნეირონები კვდება, ტვინი კონტროლს კარგავს მთლიან სხეულზე, რაც ტოტალურ პარალიზებას იწვევს.
როდესაც მთავარი ნეირონების გადაგვარება ხდება, კუნთებს იმპულსები აღარ გადაეცემა და შეუძლებელი ხდება მათი მართვა. ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის პირველი ნიშნები გამოიხატება კუნთების სისუსტეში, განსაკუთრებით ხელ-ფეხის, საუბრის დეგრადაციაში, ყლაპვის და სუნთქვის გაძნელებაში.
დიაგნოზის დასმა მარტივად ხდება, თუმცა მკურნალობა და განსაკუთრებით განკურნება თითქმის შეუძლებელია. უმეტეს შემთხვევაში, ამიოტროფული გვერდითი სკლეროზით დაავადებულები დაავადების წარმოქმინიდან რამდენიმე თვის ან საუკეთესო შემთხვევაში რამდენიმე ერთეული წლის შემდეგ იღუპებიან.
სტატისტიკურად დაავადება გვხვდება 40-50 წლის ასაკის ადამიანებში. სწორედ ამ დაავადებასთან საბრძოლველად წამოიწყეს აქცია ice bucket challenge - ადამიანები თავზე ყინულიან წყალს ისხამენ, ასახელებენ სამ ადამიანს, ვინც იგივე უნდა გააკეთოს და რიცხავენ მინიმუმ 10 დოლარს ამიოტროფული გვერდითი სკლეროზით დაავადებული ადამიანების ფონდში. ის, ვინც ყინულიანი წყლის გადასხმაზე უარს იტყვის, ვალდებულია ფონდში 100 დოლარი გადარიცხოს.
მომზადებულია alsa.org-ს მიხედვით.