უკრაინა იარაღის დეფიციტის წინაშეა - რა ვითარებაა ქვეყნის კონფლიქტურ ქალაქებში

უკრაინა იარაღის დეფიციტის წინაშეა - რა ვითარებაა ქვეყნის კონფლიქტურ ქალაქებში

უკრაინაში ანტიტერორისტული ოპერაცია გრძელდება. სამთავრობო დანაყოფების წინსვლის მიუხედავად, ამბოხებულთა მხრიდან ისინი დიდ წინააღმდეგობას აწყდებიან. თუ ოპერაციის დასაწყისში მათ განკარგულებაში მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღი იყო, ამჟამად ლუგანსკის და დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების არმიების განკარგულებაში ტანკები, ჯავშანტექნიკა და არტილერიაც არის.

უკრაინის არმიაში ტექნიკის და შეირაღების დეფიციტი შეიმჩნევა. დანაკარგების შესავსებად კიევს სულ უფრო ხშრად უწევს, დაკონსერვებული ტექნიკის აღდგენა და წინა ხაზზე გაშვების წინ საჩქარო რემონტის ჩატარება. უკრაინული არმიის განკარგულებაში არსებული შეირაღებისა და ტექნიკის ლომის წილი საბჭოური წარმოების ნიმუშებზე მოდის. მათი ნაწილი ამორტიზირებული და მოძველებულია.

სავალალო მდგომარეობაშია უკრაინული სამხედრო ავიაციაც. ანტიტერორისტული ოპერაციისას, მეამბოხეებმა 8 შვეულმფრენი და ამდენივე თვითმფრინავი ჩამოაგდეს. სსრკ-ს დაშლის მომენტისთვის, უკრაინა პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკებიდან ყველაზე მსხვილი საავიაციო პარკის მფლობელი გახდა. კიევის განკარგულებაში 1,100 სამხედრო თვითმფრინავი და თითქმის ამდენივე შვეულმფრენი აღმოჩნდა. თანდათანობით უფულობის გამო, საფრენ აპრატებს შეიარაღებიდან ხსნიდნენ, აკონსერვებდნენ და ყიდდნენ. ასე მაგალითად, 1992 წელს არსებული 250-მდე Ми-24-დან ამჟამად მწყობრში მხოლოდ 30 ირიცხება. თუმცა მათგან რამდენი დაფრინავს უცნობია.

არსებულ ვითარებაში კიევი დასავლეთს სამხედრო დახმარებას უკვე ღიად სთხოვს. 18 აგვისტოს, უკრაინის რადის სპიკერმა ალექსანდრე ტურჩინოვმა ლიტვურ სააგენტო BNS-სთან ინტერვიუში, დასავლეთს უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდება სთხოვა. მისი თქმით, ამჟამად ქვეყანას თანამედროვე შეიარაღება და საფრენი აპარატები სჭირდება.

თხოვნის მიუხედავად, ამ ეტაპზე ევროპელი ლიდერები ასეთი დახმარების შესაძლებლობას გამორიცხავენ. ამის შესახებ საკუთარ ინტერვიუებში გერმანიისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისაუბრეს. მათ მოსაზრებას "ნატოს" გენერალური მდივანიც იზიარებს.

საგულისხმოა, რომ პოროშენკოს განცხადების პარალელურად, თავად მოსკოვი უკრაინისგან სამხედრო პროდუქციის იმპორტზე უარის თქმას აპირებს. საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, უკრინაში ბალისტიკური რაკეტები, სამხედრო შვეულმფრენებისა და თვითმფრინავების ძრავები მზადდებოდა. სსრკ-ს დაშლის შემდეგ, უკრაინული ქარხნები რუსეთის მომარაგებას ახალი პროდუქციით და მარაგნაწილებით, მოსკოვსა და კიევს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძელზე განაგრძობდნენ. ამჟამად ვითარება შეიცვალა. ივნისის თვეში, პრეზიდენტმა პოროშენკომ რუსეთში სამხედრო პროდუქციის ექსპორტი აკრძალა.

წლების წინ, უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში ბირთვულ ქობინიან ბალისტიკურ რაკეტებს P-36-ს ამზადებდნენ, რომლებსაც დასავლეთში "სატანა" შეარქვეს. ამჟამად ეს რაკეტები რუსული ბირთვული ტრიადის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი კომპონენტია. მათი გამართული ექსპლუატაციისთვის საჭირო მარაგნაწილების მიღება მოსკოვს მხოლოდ უკრაინისგან შეუძლია.

ანალოგიური მდგომარებობა საავიაციო ძრავებთან მიმართებაში. რუსული მსუბუქი საბრძოლო სასწავლო თვითმფრინავი Як-130, რომელიც მოსკოვს ექსპორტზეც გააქვს, უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში დამზადებული ძრავებით დაფრინავს. ამავე ქარხანაში იწყობა სატრანსპორტო თვითმფრინავების ძრავებიც.

რუსული სამხედრო-სატრანსპორტო და დამრტყმელი შვეულმფრენების ძრავებს ასევე უკრაინაში, კომპანია Мотор Сич ამზადებს.

უკრაინიდან სამხედრო პროდუქციის იმპორტის შემცირებაზე რუსეთში უკვე დიდი ხანია ლაპარაკობენ. რუსული ქარხნები უკრაინული მარაგნაწილების ჩანაცვლებას საკუთარი პროდუქციით აპირებენ. ყოველწლიურად რუსული სამხედრო საშვეულმფრენო პარკი 300-350 ახალ ძრავს საჭიროებს. რუსული ქარხნები კი წელიწადში მხოლოდ 50-ს ამზადებენ. დანარჩენ რაოდენობას მოსკოვი კიევისგან ყიდულობდა. აღსანიშნავია, რომ საჭირო მოცულობის ძრავების, საკუთარი რესურსებით დაკმაყოფილებას რუსები მხოლოდ 2016 წლისთვის შეძლებენ.

რა თქმა უნდა, პოროშენკოს ბრანებამ, რუსეთში სამხედრო პროდუქციის ექსპორტის აკრძალვის თაობაზე, უკრაინის სამხედრო მრეწველობაზე მძიმედ იმოქმედა. თუმცა სახარბიელო მდგომარეობაში არც რუსეთი აღმოჩნდა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა