სახელი, გვარი: ანა მამულაშვილი
ასაკი: 1986 წლის 15 იანვარი
პროფესია და საქმიანობა:
პროფესიით ჟურნალისტი ვარ და ამჟამად ''ჯი-დი-ეს''-ზე ტელეწამყვანად ვმუშაობ. 17 წლის ასაკში დავიწყე მუშაობა რეჟისორის ასისტენტად ''იმედში'', შემდეგ გადავედი ''ქრონიკაში''ჟურნალისტად. მიმუშავია მძლეოსნობის ფედერაციაში, საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერად, ''რუსთავი 2-''ში გახლდით გასართობი შოუების კოორდინატორი.
რისი გეშინია?
პანიკურად მეშინია სიკვდილის. გველების მიმართაც მაქვს ფობია, ტელევიზორშიც რომ ვხედავ, ცუდად ვხდები.
რაზე ოცნებობ?
ვოცნებობ, რომ მთელ მსოფლიოში ადამიანურ ურთიერთობებში სიყვარული იყოს უპირატესი.
წიგნი, რომელიც ბოლოს წაიკითხე:
ახლა ვკითხულობ აკა მორჩილაძის ''მეიდ ინ ტიფლისს''
საყვარელი ფილმი, ფილმის გმირი და მსახიობი:
მსახიობი _ ჯონი დეპი, ბრედ პიტი... ჩემი საყვარელი ქართული ფილმებია ''მონანიება''და ''ცისფერი მთები''.
რისი გრცხვენია:
უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები, როცა მაქებენ. კომპლექსი მეტ-ნაკლებად ყველას აქვს, მე ყოველდღე ვიწონები, მეშინია, არ მოვიმატო, რადგან 200 გრამით ზედმეტი როცა ვარ, მგონია, რომ არაფერი მიხდება, თუ ეს კომპლექსად შეიძლება ჩაითვალოს, მაშინ მაქვს.
რა გიფუჭებს ხასიათს?
ელემენტარული რამეც კი. წვიმა რომ ხასიათს მიფუჭებს, ეგ ცნობილი ფაქტია ჩემს მეგობრებში, საერთოდ, ცოტა დეპრესიული ვარ და ხშირად მეცვლება ხასიათი, ვთქვათ, მაღაზიაში მომეწონა ფეხსაცმელი, მაგრამ არ აღმოაჩნდათ ჩემი ზომა, ამან შეიძლება, ხასიათი ძალიან გამიფუჭოს.