ნატუკა გულისაშვილი: ''ჩემს ოჯახში ერთი კაცია და ისიც გალიაში გვყავს''

ნატუკა გულისაშვილი: ''ჩემს ოჯახში ერთი კაცია და ისიც გალიაში გვყავს''

თუთიყუში, ზაზუნა, კუ, ციყვი, ღამურა, შველი, ქვეწარმავალი, ძაღლების ნაირსახეობა, - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ცხოველების, ფრინველების, ქვეწარმავლების, რომლებიც მსახიობსა და ტელეწამყვან ნატუკა გულისაშვილს სახლში ჰყოლია. დღეს თუთიყუში ''ბეჰემოთის'' და 11 თვის პუდელი ''დაფნას'' გარემოცვაშია და ძალიან კარგად გრძნობს თავს.

- რაც თავი მახსოვს, სახლში ცხოველი და ფრინველი სულ გვყავდა. ქვეწარმავალიც კი გვყოლია. ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში მამაჩემმა კახეთში ვოლიერები ამიშენა. მომიყვანა ორი შველი, ჯერო და მარდი დავარქვი. მყავდა თუთიყუშები, ხოხობი, ''იაპონკა'' ქათმები, კურდღლები. და არ მყავდა, ძმა ბევრად უფროსი იყო ჩემზე და ცხოველებსა და ფრინველებთან უკეთ ვერთობოდი, თავად ვუვლიდი. ჩემი მშობლების მადლობელი ვარ, რომ თავიდანვე გააღვიძეს ჩემში ეს გრძნობა. მე მინახავს მშობლები, რომლებიც ძაღლით, ზოგადად ცხოველით აშინებენ ბავშვებს, ჭამე, თორემ მგელი წაგიყვანსო, ეუბნებიან. ასე არ შეიძლება, ბავშვში სიძულვილი ინერგება. თბილისში ციყვიც კი მყავდა სახლში.

რამდენიმე წლის წინ ''ანო და ვანოს'' ვიღებდით. გადაღებაზე მორიელი ნახეს. ატყდა ყვირილი, ჩოჩქოლი, ქვას ეძებდნენ, უნდა მოეკლათ. ჩავსვი პოლიეთილენის ბოთლში და წამოვიყვანე სახლში. შეიძლება, ცოტათი ვაფრენ, მაგრამ ძალიან მიყვარს ცხოველები და ფრინველები. ჩემი შვილიც ზუსტად ჩემნაირია, იმდენად უყვარს ცხოველები, რომ ვეგე-ტარიანელია.

- შენს სახლში ციყვი როგორ მოხვდა?

- მე და დედაჩემი ბაზარში ვიყავით, ერთი ლოთი კაცი დადიოდა, ციყვი ფეხსაცმლის ყუთში ეჯდა და ფულს ითხოვდა. ხუთი მანეთი გადავუხადეთ და წამოვიყვანე. დამიღრღნა სახლში სარკის კიდე, მაგიდის ფეხები, მაგრამ ჩემი ტოტოშა ძალიან მიყვარდა. მერე კახეთში წავედით და წავიყვანეთ. ხეებზე დახტოდა, მაგრამ დავუძახებდი თუ არა, მოდიოდა და მხარზე მა-ჯდებოდა. ერთ-ერთ დაძახებაზე აღარ მოვიდა. დროის გასვლის შემდეგ ერთმა მეზობელმა მეო-რეზე გვითხრა, იმას სახლში ციყვის ფიტული აქვსო. ამ ამბავს მძიმედ ვიხსენებ. მას მერე იმ მეზობელს გამარჯობას აღარ ვეუბნებოდი. ღამურაც მყავდა სახლში.

კახეთში ფარეხში ვიპოვე, გალიაში ჩავსვი, უნდა წამომეყვანა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ არსებობს ცხოველი, ფრინველი, რომელსაც შენ ვერ გამოკვებავ და აღარ წამოვიყვანე.

- რომელი იყო პირველი ძაღლი, რომელიც შენს სახლში დაბინავდა?

- მოსკოვში, ცხოველების ბაზარში ვიყიდეთ პეკინესი, მიკი დავარქვით. ისეთი პატარა იყო, მამაჩემის ჩუსტებში ეძინა. მამა რომ გარდაიცვალა, მის ფოტოებთან იწვა იქ, სადაც მამაჩემს სანთელს ვუნთებდით ორმოცი დღის განმავლობაში. მამას დაკრძალვის მერე ხშირად გარბოდა სახლიდან. ერთხელაც გაიქცა და აღარ მოვიდა. ის არ იყო ცხოველი, ადამიანი იყო. ხუთი წელი ცხოვრობდა ჩვენთან. სასაფლაოზე ვეძებეთ, მაგრამ იქ არ დაგვხვდა.

მეორეც პეკინესი მოვიყვანე, ოღონდ ალბინოსი. იმასაც მიკი დავარქვი. აქ, მელიქიშვილზე, მოდიოდა ქალი, რომელსაც კალათით მოჰყავდა ლეკვები, მათი დედა - საყელურით. მაშინ ანკა უკვე მყავდა. ყველაზე უშნო წამოვიყვანე - თეთრი წითელი თვალებით. შემეცოდა. ცოტა ხანს მყავდა, მაგრამ ძალიან სცვიოდა ბეწვი, თან თეთრი ბეწვი ჰქონდა, არ ჩანდა და გავაჩუქე. ეს ჩემთვის ტრაგედია იყო, სულ ვკითხულობდი, ვნახულობდი.

მყავდა ავღანური მწევარი, ირლანდიური სეტერი, კავკასიური ნაგაზი. ეს უკანასკნელი მამაჩემის ღვინის ქარხანაში გვყავდა. იმხელა იყო, ყველა ამბობდა, დათვიაო. მერე ქარხანაში ქურდი შე-მოძვრა, ამან დაგლიჯა და მოკლეს ჩემი ბასარა...

- პუდელი ადვილი მოსავლელია?

- თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბეწვი საერთოდ არ სცვივა, კი. გოგოა ჩემი დაფნა, ეს სახელი ანკამ დაარქვა. ჩემს სახლში სულ გოგონები ვართ. ერთი კაცია ოჯახში, თუთიყუში, და ისიც გალიაში გვყავს (იცინის). ანკამ ბეჰემოთი დაარქვა, ''ოსტატი და მარგარიტა'' წაიკითხა მაშინ. იქ ეს სახელი კატას ჰქვია და ამან იქონია გავლენა. ჩემი თუთიყუში ცოტა უზრდელია. ყველას ''ბიჭოთი'' მიმართავს. მკაფიოდ გამოთქვამს ასო ბგერებს ''ტ'', ''კ'', ''ყ''... კუც გვყავდა სახლში. დედალი იყო და ძუკუ დავარქვით.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება