"იმედი მაქვს, გამიგებთ" - ანდრეი პეჟიჩმა სქესი შეიცვალა

"იმედი მაქვს, გამიგებთ" - ანდრეი პეჟიჩმა სქესი შეიცვალა

ცნობილმა ორსქესოვანმა მოდელმა, ანდრეი პეჟიჩმა სქესთან დაკავშირებით არჩევანი გააკეთა. როგორც მოდელის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული შეტყობინებით ირკვევა, პეჟიჩმა სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა.

ცხოვრებაში მომხდარი ამ უმნიშვნელოვანესი სიახლის შესახებ პეჟიჩი წერს: "მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ყველას გადავუხადო მადლობა, ვინც წლების განმავლობაში გვერდით მედგა. ამ ყველაფერს იმიტომ ვწერ, რომ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და ვიმედოვნებ, რომ სქესის თემა სხვებისთვის დიდი პრობლემა აღარ იქნება. ყველანი ვიზრდებით და ვითარდებით, ამაში გასაკვირი არაფერია. ჩემში მომხდარი ცვლილება სხვა ადამიანად არ მაქცევს, იგივე ვარ, ოღონდ სხვა სქესის. იმედი მაქვს, გამიგებთ", - წერს პეჟიჩი, რომელმაც სახელი შეიცვალა და ანდრია დაირქვა. ამიერიდან ის ქალია.

ის 2011 წელს გამოჩნდა მოდის სამყაროში და ქალის სამოსი წარადგინა. მას შემდეგ სერბულ-ხორვატული წარმოშობის ავსტრალიელი მანეკენი პოდიუმებზე წარმატებით ირგებდა როგორც ქალის, ასევე მამაკაცის სამოსს. ამის მიუხედავად, არაერთ ინტერვიუში უთქვამს: "სულ ვოცნებობდი, რომ გოგონა ვყოფილიყავი. გუშინდელივით მახსოვს, სულ პირველად რომ მოვირგე დედაჩემის კაბა და ბალერინას განსახიერება მოვინდომე".

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება