სალომე კოკუაშვილი: "შემეძლო, დილას გავსულიყავი და სანამ მაღაზიები არ დაიკეტებოდა - მევლო"

სალომე კოკუაშვილი: "შემეძლო, დილას გავსულიყავი და სანამ მაღაზიები არ დაიკეტებოდა - მევლო"

გემომეტრის სტუმრები სალომე კოკუაშვილი და ოთო კოვზირიძე ფავორიტი სამოსის მაღაზიებისა და სილამაზის სალონების შესახებ ისაუბრებენ.

სალომე:

- როგორც ყველა ქალს, მეც ძალიან მიყვარს შოპინგი, ახალმა კარგმა ნივთმა შეიძლება, ნებისმიერ დროს გაგამხიარულოს. რაც ''თბილისი მოლი'' გაიხსნა, ძირითადად, იქ დავდივარ, უფრო ხშირად კი ვსტუმრობ ''ბერშკას'', ''ზარას'', ''ნიუ იურკერს'' და ''ფულ ენდ ბიარს''.

- მომსახურებით რამდენად ხარ კმაყოფილი?

- ადრე ამასთან დაკავშირებით დიდი პრობლემა იყო, მაგრამ ამ ბოლო დროს არ მახსენდება ისეთი ფაქტი, რომ კონსულტანტს ყურადღება არ მოექციოს, სასურველი ნივთის საჭირო ზომა არ მოეტანოს და ა.შ. ალბათ მაგიტომ მიყვარს ''თბილისი მოლი'', რომ ყურადღებას მაქცევენ.

- დიდხანს გჩვევია საყიდლებზე სიარული?

- ადრე შემეძლო, დილას გავსულიყავი და სანამ მაღაზია არ დაიკეტებოდა - მევლო, მაგრამ ახლა ასე აღარ ვარ, მალე ვიღლები და ვგრძნობ, რომ ბევრი სიარული აღარ მინდა, ეტყობა, დავბერდი...

- რაც შეეხება სილამაზის სალონებს?

- ძალიან ხშირად არ ვსტუმრობ სილამაზის სალონებს, რაც ალბათ ფინანსური პრობლემების გამო ხდება. უკვე 11 წელია, ''ნატალიში'' დავდივარ და თმის პროცედურებს ყოველთვის იქ ვიტარებ. ექსპერიმენტები არ მიყვარს, რადგან საკმაოდ მშიშარა ვარ. ჩემგან თამამი ნაბიჯი იყო კარეს შეჭრა, ესეც იმიტომ გავაკეთე, რომ ფილმისთვის მომთხოვეს და უარი არ ვთქვი. მანიკიურისთვის დავდივარ ჩემს სახლთან ახლოს მდებარე სალონში ''სარკე'', რომლის მუდმივი კლიენტი ვარ. სამწუხაროდ, ფრჩხილების დაჭრაც კი არ ვიცი, უფრო სწორად, ვერ ვიქლიბავ და ფორმას ვერ ვაძლევ, ამიტომ ორ კვირაში ერთხელ ფრჩხილების მოსაწესრიგებლად სალონს ვსტუმრობ.

ოთო:

- ძირითადად, ''ბატასა'' და ''შუზ გალერიში'' დავდივარ, ხანდახან პეკინზე ''ლევისსაც'' ვსტუმრობ, ''თბილისი მოლში'' ერთი-ორჯერ ვიყავი და არ მომეწონა, ამიტომ აღარ ვსტუმრობ. შოპინგი მეზარება, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში დავდივარ.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება