პირველი ლედი ახალგაზრდა მამაკაცთან კოცნის დროს გამოიჭირეს

პირველი ლედი ახალგაზრდა მამაკაცთან კოცნის დროს გამოიჭირეს

ესტონეთის პრეზიდენტის მეუღლე, ეველინ ილვესი პაპარაცებმა ახალგაზრდა მამაკაცთან მხურვალე კოცნის დროს გამოიჭირეს. ამის შესახებ ჟურნალი Kroonika წერს. მასალა ადგილობრივმა ინტერნეტ-საიტებმაც გამოაქვეყნეს. "ესტონეთის პირველ ლედის აგვისტოს ერთ ცხელ საღამოს საკუთარი სტატუსიც დაავიწყდა, მეუღლეც და თანამგზავრს, რომელსაც მთელი ღამის განმავლობაში ეცეკვებოდა, მხურვალედ აკოცა", - წერს გამოცემა.

ჟურნალის ინფორმაციით, 6 აგვისტოს ღამეს კაფე Komeet-ში წვეულება იმართებოდა. ერთი მაგიდა პრეზიდენტის მეუღლისთვის საუკეთესო ადგილას, ვერანდაზე დაჯავშნეს. გამთენიისას სტუმრები ნელ-ნელა იშლებოდნენ, თუმცა ეველინ ილვესი ტერასაზე ახალგაზრდა მამაკაცთან ცეკვას განაგრძობდა. თვითმხილველთა თქმით, წყვილი საყვარლებივით იქცეოდა. ეველინი პარტნიორს თვალს ვერ წყვეტდა.

ჟურნალმა მათი კოცნის ფოტო გარეკანზე განათავსა.

პირველმა ლედიმ დაწესებულება პარტნიორთან ერთად დატოვა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ახალგაზრდა მამაკაცი 28-30 წლის იქნებოდა და ის ესტონურ ენაზე საუბრობდა.

"მათ კაფე კიდევ ერთ წყვილთან ერთად დატოვეს. ოთხივე ავტომობილში ჩასხდა. ეს იყო S-კლასის "მერსედესი". ავტომობილს უცნობი მამაკაცი მართავდა", - ყვება ჟურნალ Kroonika-ს წყარო.

იმ დროს ესტონეთის პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი ესტონეთში იმყოფებოდა. ეველინ ილვესი და პრეზიდენტის კანცელარია ამ პიკანტურ შემთხვევასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა