უკრაინა აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს

უკრაინა აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს

უკრაინა აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

"უკრაინა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს, რომელიც 24 აგვისტოს საერთაშორისო პრინციპების, დემოკრატიული ფასეულობებისა და ადამიანის უფლებების დარღვევით ჩატარდა საქართველოში, აფხაზეთში", - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინა ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ აღიარებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.

აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 24 აგვისტოს გაიმართა. წინასწარი მონაცემებით, "საპრეზიდენტო არჩევნებში" რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა