ყურებამდე შეყვარებულმა გურამ ლომიძემ ივანა მელაისთან რომანტიკული ევროტური მოიწყო

ყურებამდე შეყვარებულმა გურამ ლომიძემ ივანა მელაისთან რომანტიკული ევროტური მოიწყო

გასულ კვირას სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელმაც ინტერნეტსივრცე უმალვე დაიპყრო. ჩაცმული გელა გნოლიძე, რეპერი გერცი, ''ქუჩის ბიჭები'' და ორი გოგონა მხიარულად მღეროდნენ და ცეკვავდნენ. ეს ყველაფერი კი ინტერნეტმომხმარებლისთვის სახალისო იმის გამო გახდა, რომ აშკარად ჩანდა, ამდენი ადამიანი თავს ძალიან ვიწროდ გრძნობდა მცირე ზომის ჯაკუზიში, ერთ-ერთ პარკში. რასაკვირველია, ვერავინ მიუხვდა ჩანაფიქრს რეჟისორს და მაისურით აუზში ჯდომის იდეაც, ცხადია, არავისთვის აღმოჩნდა მისაღები.

ძალიან ძნელია ამხელა მანძილით დაშორება, მაგრამ იმედი მაქვს, ეს ცოტა ხანს გაგრძელდება და მალე ერთად ვიქნებით

როგორც მოგვიანებით გავარკვიეთ, ახალი სიმღერა ''პირველი არხის'' დილის გადაცემისთვის შესრულდა, შესაბამისად, ეს კლიპი კი არა, უბრალო სატელევიზიო გამოსვლაა. თუმცა ვინაიდან ჩვენი შემსრულებლები ფინანსებს ვერ პოულობენ ახალი ვიდეოპროდუქციის დასამზადებლად, სიმღერები კი აქვთ, მაყურებლის ნაწილმა ეს სწორედ კლიპად აღიქვა და ასე შეემატა ქართულ შოუბიზნესს კიდევ ერთი ახალი ვიდეორგოლი.

ჯაკუზიში ვერ დავინახეთ ''ქუჩის ბიჭების'' ერთ-ერთი წევრი გურამიკო ლომიძე. ცხადია, არ გვიფიქრია, რომ ისედაც პატარა ჯაკუზიში მისი ადგილი არ იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ამ გამოსვლაში ის არ გამოჩენილა.

სანამ მისი კოლეგები ჯაკუზიში გრილდებოდნენ, გურამიკო საყვარელ ქალბატონ ივანა მელაისთან ერთად ევროტურში იმყოფებოდა და დროს არაჩვეულებრივად ატარებდა.

მომღერლების ''ლავ სთორის'' შესახებ ინფორმაცია პრესაში რამდენიმე თვის წინ გაჩნდა. მაშინ წყვილი ამ ფაქტს არ ადასტურებდა, მოგვიანებით კი საკუთარი გრძნობების შესახებ ჟურნალისტებთან ალაპარაკდნენ.

ივანასგან განსხვავებით, გურამიკო სიტყვაძუნწია. როგორც ჩანს, ორი წარუმატებელი ქორწინების შემდეგ ცდილობს, პრესით მომავალზე ნაკლებად ილაპარაკოს.

პირველი ქორწინებიდან, ხატია შამუგიასთან, 12 წლის ნიკა ჰყავს, მეორე შვილი, ლიამი, ამერიკელ მეუღლესთან შეეძინა, რომელსაც უკვე დიდი ხანია დაშორდა.

მომღერალს სოციალური ქსელის საშუალებით დავუკავშირდით და საუბარი მისი ახლანდელი საქმიანობითა და მუსიკალური გეგმებით დავიწყეთ.

- ახლა ამერიკაში ვარ, რამდენიმე თვით ჩამოვედი და ჩემს ძველ საქმიანობას დავუბრუნდი, ალბათ, ცოტა ხანში ისევ საქართველოში ჩამოვალ. ამერიკის შეერთებულ შტატებში გადამზიდავ ბიზნესში ვარ ჩართული და ჩემი კომპანია მაქვს.

რაც შეეხება მუსიკალურ კარიერას, მას საქართველოში ამ ეტაპზე ცოტა დროს ვუთმობ, მაგრამ ბიჭები მუშაობენ და წამოსვლის წინ ახალი სიმღერა ჩავწერეთ.

- გურამ, გასულ კვირას სოციალურ ქსელში ''ქუჩის ბიჭების'' მონაწილეობით ვიდეორგოლი გავრცელდა, რამაც კრიტიკა და ინტერნეტმომხმარებელთა ხუმრობები დაიმსახურა...

- არ ვიცი, რა ხდება მაგ ვიდეოში, თუმცა, სიმართლე გითხრათ, ნაკლებად ვინტერესდები კრიტიკით. მე მანდ ვერ მნახავდით, რადგან იმ დროს უკვე ამერიკაში გახლდით.

- პატარა ზომის ჯაკუზიში ''ქუჩის ბიჭები'', ტანსაცმლიანი გელა გნოლიძე, რეპერი გერცი და ორი გოგონა სხედან და ყველა მღერის...

- არ ვიცი, რა ვიდეოა, მაგრამ ვფიქრობ, ბიჭები უბრალოდ ერთობოდნენ.

- კარგი, საუბარი შენი და ივანა მელაის საზაფხულო მოგზაურობით გავაგრძელოთ. საყვარელ ქალბატონთან ერთად მონაკოში იყავი.

- ძალიან მაგარი დრო გავატარეთ ევროპაში, სენ-ტროპეში ვისვენებდით. მერე უცებ გადავწყვიტეთ გვემოგზაურა და სხვადასხვა ქალაქს ვესტუმრეთ. მონაკოში ერთი დღე გავჩერდით, შემდეგ იტალიაში გადავედით და პორტოფინო მოვინახულეთ. იქაც ერთი დღე გავჩერდით და შემდეგ ფლორენციაში ჩავედით. ძალიან საინტერესო მოგზაურობა გამოგვივიდა. შემდეგ მილანი, რომი...

იხილეთ ვრცლად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება