პეტრო პოროშენკომ უკრაინის უმაღლესი რადა დაითხოვა

პეტრო პოროშენკომ უკრაინის უმაღლესი რადა დაითხოვა

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ უკრაინის რადას ვადამდე დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა სპეციალური მიმართვა გაავრცელა.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ივნისის დასაწყისში დაიშალა კოალიციური ბლოკი, რომელშიც შედიოდნენ ფრაქცია "ბატკივშინა", "უდარი" და "სვობოდა". ერთი თვის განმავლობაში კი, ახალი ბლოკი არ შექმნილა, რის გამოც პრეზიდენტმა გამოიყენა უმაღლესი რადას დათხოვნის უფლება.

"არჩევნები საუკეთესო საშუალებაა ლუსტრაციისათვის. გაწმენდა უნდა დაიწყოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსგან", - აღნიშნა პოროშენკომ, რომლის განცხადებით, "რადას ზოგიერთი წევრი "თუ არ არის სეპარატისტებისა და "ბოევიკების" პირდაპირი დამფინანსებელი, მათი მხარდამჭერია".

მისივე აზრით, უმაღლესი რადას შემადგენლობა არ შეესაბამებოდა იმ პოლიტიკურ განწყობებს, რომელიც დღეს უკრაინულ საზოგადოებაშია, საზოგადოება ისე სწრაფად შეიცვალა, რომ დეპუტატებმა ფეხი ვერ აუწყვეს საზოგადოების ისტორიულ ნაბიჯებს.

უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები "არ იყო არც სამართლიანი და არც დემოკრატიული".

უკრაინის პრეზიდენტმა რადას ვადამდელი არჩევნები 2014 წლის 26 ოქტომბრისთვის დანიშნა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა