უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
შესაბამისი ინფორმაცია და ფოტომასალა უკრაინულმა მედიამ გაავრცელა. ორი ქვეყნის ლიდერებმა ერთმანეთს ხელი მინსკში მიმდინარე უკრაინა-"საბაჟო კავშირის" წევრების და ევროკავშრის წარმომადგენლების მოლაპარაკებების დაწყებამდე გამართული ფოტოსესიის დროს ჩამოართვეს. ამის შემდეგ მოეწყო ფოტოსესია. პუტინმა ადგილი ყაზახეთის და ბელორუსის პრეზიდენტებს შორის დაიკავა, ხოლო პეტრო პოროშენკო ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს და ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ქეთრინ ეშტონის შორის დადგა.ფოტოსესიის დასრულების შემდეგ მხარეები მოსალაპარაკებლად გაემართნენ.
"ინტერპრესნიუსი"