დაპირისპირება სოფო ბედიას თაყვანისმცემელსა და მიშა მესხს შორის - ''საკადრისი პასუხი მიიღო''

დაპირისპირება სოფო ბედიას თაყვანისმცემელსა და მიშა მესხს შორის - ''საკადრისი პასუხი მიიღო''

დაახლოებით ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებისთვის პოლიტპატიმარ მიშა მესხის და მომღერალ სოფო ბედიას სიყვარულის შესახებ გახდა ცნობილი, მაგრამ მათ სიყვარულზე უკვე ლეგენდები დადის.

ამბობენ, მიშას ძალიან უყვარს სოფო და თავის გრძნობას ყოველდღე უმტკიცებსო. დიდი სიყვარულის ნიშნად ცოტა ხნის წინ მიშამ სოფოს მანქანა აჩუქა. ამჯერად კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიშა რესტორანში სადაც სოფო მღერის, ხშირად არის ხოლმე და თაყვანისმცემლებს მასთან ფოტოს გადაღების უფლებას არ აძლევს.

ერთ-ერთი თაყვანისმცემლის სურვილმა, რომ სოფოსთნ ფოტო გადაეღო, თურმე მიშა ისე გააღიზიანა, რომ საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა. ამბის გადასამოწმებლად მიშა მესხს დავურკეთ.

მიშა:

- ამ ამბავში მხოლოდ ერთი რამა არის მართალი. ერთხელ რესტორანში სადაც სოფო მღეროდა, უზრდელურად მოიქცა ერთ-ერთი მსმენელი და საკადრისი პასუხიც მიიღო. მაგრამ ქაჯი არ ვარ, სოფოს თაყვანისმცემელს, ვისაც მასთან ფოტოს გადაღება უნდა, არ ავუკრძალავ.

იხილეთ ვრცლად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება