ვის ეძახის ''ნუცუბიძის გმირებს''ქართლოს ნატროშვილი

ვის ეძახის ''ნუცუბიძის გმირებს''ქართლოს ნატროშვილი

გემომეტრის სტუმრები ნატალია ბერეჟიანი და ქართლოს ნატროშვილი ფავორიტი სამოსის მაღაზიებისა და სილამაზის სალონის შესახებ ისაუბრებენ.

ქართლოს ნატროშვილი:

- ტანსაცმლის რომელ მაღაზიებს ანიჭებ უპირატესობას?

- (მიხეილ სააკაშვილის ხმით - ავტ.) მე გადმოგეცით პალტო და ყველა ის პიჯაკი, რაც მეცვა, რომ არ იფიქროთ, სახელმწიფოს ქონება ჯიბეში ჩავიდე. ქართლოსს კი ამოჩემებული ადგილი არ მაქვს, სადაც ვყიდულობ სამოსს. მიუხედავად იმისა, რომ არ მსიამოვნებს ''თბილისი მოლში'' სიარული, მაინც დავდივარ.

- რატომ არ გსიამოვნებს?

- (ისევ სააკაშვილის ხმით - ავტ.) პირველი იმიტომ, რომ მგონია, გორში მივდივარ, ძალიან შორსაა, მე უფრო ბევრი კარგი პროექტი მქონდა, მაგრამ... გარდა ამისა, ''ჯინსის გალერეა''გატანილი მაქვს სრულად (იცინის). ჯონ ბაიდენმა მომწერა, ჩემი ზომა ჯინსი ვერ ვნახეო და მე ''ჯინსის გალერეა''მივასწავლე (იცინის). ფეხსაცმელს კი ვყიდულობ ''ფეხსაცმლის გალერეაში'', თუმცა დღეს ისეა ყველაფერი, რომ შეიძლება, ''ჯინსის გალერეაში''ცხვირსახოცი იყიდო და ''ფეხსაცმლის გალერეაში''- წინდა (იცინის).

- რაც შეეხება სილამაზის სალონებს...

- სამი-ოთხი სალონი მაქვს ამოჩემებული. ჩემი უსაყვარლესი სალონი ნუცუბიძეზე, ასათიანიდან რომ აუხვევ იქაა, სახელი არ მახსოვს, მაგრამ მათ ვეძახი ''ნუცუბიძის გმირებს'', რადგან პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი წინამორბედი, აწ უკვე განსვენებული ედუარდ შევარდნაძე კაბინეტიდან არ გადიოდა, მე ასე არ ვარ, დავდივარ ყველგან, მიყვარს სალონი ვარკეთილში, სენაკში მდებარე ''ვიპ''სალონი და ა.შ.

- მკითხველს რომელ სალონს ურჩევდი?

- სალონში რომ შევდივარ, სახელებს არ ვუკვირდები, მაგრამ ''ნატალი''და ''როკსი''შემიძლია დაგისახელოთ.

იხილეთ ვრცლად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება