ჰოლივუდის ვარსკვლავების ყველაზე საშინელი საიდუმლოებები

ჰოლივუდის ვარსკვლავების ყველაზე საშინელი საიდუმლოებები

რაღა თქმა უნდა, ცნობილ ადამიანებზე ბევრს ჭორაობენ და უამრავ ბინძურ ტყუილსაც იგონებენ, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ კვამლი ცეცხლის გარეშე არ ჩნდება - არაერთი ვარსკვლავის ცხოვრება მართლაც სავსეა ფათერაკებით, საშინელი სიმართლითა და საიდუმლოებებით...

* სილვესტერ სტალონეს კინოკარიერა პორნოგრაფიით დაიწყო - ამის შესახებ პრინციპში, მართლაც ყველამ იცის და წარსულს არც თავად სტალონე მალავს. მისი პირველი პორნოფილმი "კიტისა და სტადის წვეულება" გახლდათ, რომელშიც მას არა სამსახიობო ოსტატობის, არამედ კამერის წინ სექსის ხელოვნების დემონსტრირება დასჭირდა. პორნოინდუსტრიაში დღეს უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობი მსახიობი თითქმის 10 წელი დარჩა, პირველი სერიოზული როლი, რომელმაც მას დიდი აღიარება მოუტანა, მხატვრულ ფილმ "როკიში" შეასრულა.

*  ჯეკ ნიკოლსონის და რეალურად დედამისი იყო - ეს შოკისმომგვრელი ინფორმაცია ჰოლივუდის ვარკსვლავმა ჟურნალ "თაიმის" კორესპონდენტისგან მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც ამ ისტორიის ყველა მონაწილე უკვე გარდაცვლილი იყო, რაღა თქმა უნდა, თავად მსახიობის გარდა.

ჯეკ ნიკოლსონი 1936 წელს დაიბადა, დედამისი ერთ-ერთ ღამის კლუბში სტრიპტიზის მოცეკვავედ მუშაობდა, მამა კი ვაჟის დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე უგზო-უკვლოდ გადაიკარგა. ნიკოლოსონის ბებიამ გადაწყვიტა, რომ ბავშვი თავად გაეზარდა და სწორედ ამიტომ, წლების მანძილზე მსახიობს ბებია საკუთარი დედა ეგონა, ნამდვილი დედა კი - და.

* მაიკ ტაისონის პრომოუტერს ორი ადამიანი ჰყავს მოკლული - პროფესიონალური კრივის მოყვარულებისთვის დონ კინგის, ლეგენდარული პრომოუტერის სახელი, ალბათ, კარგად არის ცნობილი, რომლის წყალობითაც თავის დროზე მაიკ ტაისონის, ევანდერ ჰოლიფილდისა და ლენოქს ლუისის ვარსკვლავი აკაშკაშდა, თუმცაღა უმრავლესობას არ ეცოდინება დონ კინგის ცხოვრების იმ შავი ლაქების შესახებ, რომელზეც ის, ფაქტობრივად, არასოდეს საუბრობს. საქმე ისაა, რომ ცნობილ პრომოუტერს ორი ადამიანი ჰყავს იმქვეყნად გასტუმრებული. პირველი ეპიზოდი 1954 წელს უკავშირდება, როცა დონ კინგის სახლში მძარცველი შეიპარა. მაშინ სასამართლომ პრომოუტერი გაამართლა, თუმცა 12 წლის შემდეგ მკვლელობისთვის ციხეში ჩაჯდომამ მაინც მოუწია - 1966 წელს კინგმა ცემით მოკლა ადამიანი, რომელსაც მისი 600 დოლარი ემართა.

* ვაინონა რაიდერი ნატურალური ქერა თმის პატრონია - რაღა თქმა უნდა, მსახიობის ამ საიდუმლოს "საშინელებად" მონათვლა გადამეტებულია. როგორც აღმოჩნდა, გასული საუკუნის 80-90-იანი წლების სექსსიმბოლო ვაინონა რაიდერი სინამდვილეში ქერა ყოფილა, თუმცა ბავშვობიდან გამოყოლილმა კომპლექსებმა მას განსხვავებული იმიჯი შეაქმნევინა.

* ჯანეტ ჯექსონი ქორწინებას 8 წელი მალავდა - თითქოს, ჯექსონების ოჯახი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია, თუმცა ამის მიუხედავად, საიდუმლოების ნაკლებობას ცნობილი შავკანიანი მუსიკოსები მაინც არ უჩივიან. მაგალითად, ჯანეტ ჯექსონი მთელი 8 წელი მალავდა თავისი გათხოვების ფაქტს, რადგან თურმე, მამის ეშინოდა. რეალობას ფარდა მხოლოდ მას შემდეგ აეხადა, რაც მომღერლის მეუღლემ რენე ელიზონდო უმცროსმა განქორწინება მოინდომა და ამის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.

* შარლიზ ტერონს დედამ მამა თვალწინ მოუკლა - მომხიბვლელ მსახიობს საშინლად არ უყვარს ბავშვობის წლების გახსენება, რომელიც მან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გაატარა, რაც, პრინციპში, სავსებით გასაგებია, რადგან აბა, ვის გაუხარდება საკუთარი ოჯახის ძალადობის ფაქტების გამომზეურება? ხმები იმის შესახებ, რომ შარლიზის მამას არაერთხელ ჰყავს ნაცემი თავად მსახიობიც და დედამისიც, დიდი ხანია, ვრცელდება, თუმცა ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ყველაფერი ასე ტრაგიკულად დასრულდებოდა _ ერთხელ, როგორღაც თავად ოსკაროსანი მსახიობი გამოტყდა ინტერვიუში, რომ 15 წლის ასაკში მამის სიკვდილის მოწმე გახდა - დედამისს ქმარი შვილისა და საკუთარი თავის დაცვისას შემოაკვდა.

* ტობი მაგუაიერის მამა ბანკებს ძარცვავდა - ტობი მაგუაიერს პოპულარობა სპაიდერმენის როლმა მოუტანა და რა გასაკვირია, რომ ვარსკვლავად ქცეული არასოდეს ამხელდა, ვინ იყვნენ მისი მშობლები? თუმცა ჟურნალისტებმა მსახიობის წარსული მაინც ამოქექეს და დაადგინეს, რომ 1993 წელს მამამისი, ვინსენს მაგუაიერი ციხეში ბანკის ძარცვის გამო გაუმწესებიათ.

* ოპრა უინფრიმ შვილი 14 წლის ასაკში გააჩინა - ამერიკელი მაყურებლები უკვე რამდენიმე ათეული წელია, რაც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და მდიდარ ტელეწამყვანს თვალებში შესციცინებენ და მისი ყველაფერი სჯერათ. ოპრა უინფრი თავგამოდებული უფლებათა დამცველიცაა და შეუბღალავი იმიჯითაც სარგებლობს, თუმცა მის რეპუტაციას ჩრდილი მას შემდეგ მაინც მიადგა, რაც ცნობილი გახდა, რომ 13 წლის ასაკში მან საკუთარი დედა გაქურდა და სახლიდან გაიქცა, რამდენიმე თვის შემდეგ კი შვილიც გააჩინა, რომელიც, სამწუხაროდ, მალევე გარდაიცვალა. ყველაზე მეტად საზოგადოება იმ ფაქტმა დაშოკა, რომ ოპრა უინფრიმ არც კი იცოდა, ვინ იყო ბავშვის მამა.

* ვუდი ჰარელსონის მამა ქილერი იყო - ეს შემზარავი საიდუმლო ბევრისთვის საყვარელმა მსახიობმა თავადვე გაამხილა - მამამისი, ჩარლზ ჰარელსონი ხალხს ფულის გამო ხოცავდა. ცნობილია ისიც, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავის მამა კოლორადოს შტატის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გულის შეტევით გარდაიცვალა...

გაზეთი "ალია"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება