ლიტვა რუსეთს უკრაინიდან შეიარაღებული ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს

ლიტვა რუსეთს უკრაინიდან შეიარაღებული ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრას მკაცრად გმობს. ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, ასეთი ქმედებები საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო შეხვედრებზე მიღწეული შეთანხმების უხეში დარღვევაა.

"ეს ქმედებები არღვევს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ძირს უთხრის უსაფრთხოებას რეგიონში. ლიტვა მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები, გაიტანოს იარაღი და მოწყობილობები უკრაინის სუვერენული ტერიტორიიდან და შეწყვიტოს აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული სეპარატისტების ნებისმიერი ფორმირების მხარდაჭერა", - ნათქვამია ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ლიტვა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ განიხილოს ეს საკითხი.

"ეჭვგარეშეა, რომ მიმდინარე მოვლენები და რუსეთიდან აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული ბანდფორმირებებისა და იარაღის მზარდი გადასროლა, ისევე როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ გადადგმული ნაბიჯები საერთაშორისო თანამეგობრობის ადეკვატურ პასუხს გამოიწვევს", - ნათქვამია ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თურქეთში ვიზიტი გააუქმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა