აფხაზეთში დისლოცირებულ სამხედრო შენაერთებს რუსეთი უკრაინაზე თავდასხმისთვის იყენებს

აფხაზეთში დისლოცირებულ სამხედრო შენაერთებს რუსეთი უკრაინაზე თავდასხმისთვის იყენებს

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ქალაქი ნოვოაზოვსკი აიღეს. ტერორისტებსა და ანტიტერორისტული ოპერაციის ძალებს შორის კი აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს დონეცკის ოლქის რვა დასახლებული პუნქტის მახლობლად.

inforesist.org აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელი საჯარო ნაწილები არიან ჩართული უკრაინასთან საომარ მოქმედებაში. მოცემული ინფორმაცია გასაგები მიზეზების გამო 100%-ით მართალი ვერ იქნება, თუმცა ოფიციალური ლოკაციების მიხედვითაა მომზადებული. აღსანიშნავია, რომ რუსეთის მხარეს საომარ მოქმედებებში აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბრიგადებიც არიან ჩართული.

გთავაზობთ უკრაინაში შეჭრილი რუსული საჯარო ნაწილების სიას:

ჩეჩნეთის მეთვრამეტე ბრიგადა,

დაღესტნის 136-ე ბრიგადა,

სტავროპოლის 205-ე ბრიგადა,

ე.წ. სამხრეთ ოსეთის მეცხრამეტე ბრიგადა,

აფხაზეთის მეშვიდე საომარი ბაზა,

ინგუშეთის 291-ე საარტილერიო ბრიგადა,

ფსკოვის 76-ე დივიზია,

ივანოვოს 96-ე დივიზია,

კუბინკის 45-ე სპეციალური დანიშნულების პოლკი,

ნოვოსიბირსკის 247-ე პოლკი და მეშვიდე დივიზია,

ვოლგოგრადის მეოცე ბრიგადა,

ჩერქეზეთის 34-ე ბრიგადა,

კრასნოდარის პირველი სარაკეტო ბრიგადის დივიზიონი,

სამარას 23-ე ბრიგადა,

ვოლგოგრადის 56-ე სადესანტო ბრიგადა,

ტულას 106-ე დივიზია,

მოლკინო კრასნოდარის მე-10 სპეცდანიშნულების ბრიგადა,

როსტოვის 22-ე სპეცდანიშნულების ბრიგადა,

სამხრეთ ოსეთის მესაე ექსპერიმენტული ბრიგადა,

სტავროპოლის 25-ე სპეცდანიშნულების პოლკი,

ფსკოვის მეორე სპეცდანიშნულების ბრიგადა,

ტამბოვის მე-16 სპეცდანიშნულების ბრიგადა,

ულიანოვსკის მესამე სპეცდანიშნულების ბრიგადა,

უხეში დაანგარიშებით, რუსეთის საომარი დაჯგუფება უკრაინის ტერიტორიაზე, 12-15 ათას ჯარისკაცს შეადგენს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, უმოკლეს დროში შეიძლება გაორმაგდეს. აგრეთვე რუსული საომარი დაჯგუფებების დიდი ნაწილი განთავსებულია ყირიმში და უკრაინის ჩრდილო აღმოსავლეთ საზღვართან.

მომზადებულია inforesist.org-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა