ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი საიდუმლოდ დაქორწინდნენ

ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი საიდუმლოდ დაქორწინდნენ

50 წლის ბრედ პიტი და 39 წლის ანჯელინა ჯოლი, როგორც იქნა, დაქორწინდნენ.

 

ჰოლივუდის ყველაზე ცნობილი წყვილი საფრანგეთში, ნიცაში თავიანთი ექვსი შვილის გარემოცვაში დაქორწინდა. ჯოლი საკურთხეველთან უფროსმა შვილმა, მედოქსმა მიიყვანა. დანარჩენი შვილები კი ბეჭდის დამჭერის ფუნქციას ითავსებდნენ. ბრედმა საქორწინო ბეჭედი პირველად სამშაბათს ფილმ Fury-ს ფოტოსესიისას გამოაჩინა.

მათი სიყვარული 2005 წელს ფილმით - ”მისტერ და მისის სმიტი” დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ გადაღების დროს პიტი ჯენიფერ ენისტონზე იყო დაქორწინებული, ღალატის ფაქტს ორივენი უარყოფენ.

ჯოლი, რომელიც უკვე თითქმის ათი წელია ბრედთან ერთად ექვს შვილს ზრდის, ამბობდა, რომ ქორწილის დღისთვის არაფერი მოუფიქრებია. ის კი არა, ქორწილის კაბაც კი არ შეუძენია. ისინი შეუღლებისგან თავს იკავებდნენ, სანამ ქვეყანაში ნებისმიერი ორიენტაციის წყვილს არ შეეძლებოდა დაქორწინება. როგორც ჩანს, წყვილმა მეტი ვეღარ მოითმინა.

 

მომზადებულია dailymail.co.uk-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება