ვლადიმერ პუტინმა სეპარატისტებს მოუწოდა, ჰუმანიტარული კორიდორი გახსნან

ვლადიმერ პუტინმა სეპარატისტებს მოუწოდა, ჰუმანიტარული კორიდორი გახსნან

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს დონბასის მოსახლეობას, რომლებიც "ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგანან". ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის პრესსამსახურმა გაავრცელა.

ვლადიმერ პუტინმა სეპარატისტებს მოუწოდა, გახსნან ჰუმანიტარული კორიდორი.

"მოვუწოდებ "აპალჩენცებს", გახსნან ჰუმანიტარული კორიდორი უკრაინელი სამხედროებისთვის, რომლებიც ალყაში არიან მოქცეულები იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული უაზრო სისხლისღვრა. მიეცეს მათ საშუალება დაუბრკოლებლად გამოვიდნენ საბრძოლო მოქმედებების რაიონიდან და დაუბრუნდენენ თავიანთ ოჯახებს", - ნათქვამია კრემლის ინფორმაციაში.

28 აგვისტოს დონეცკის ოლქის ქალაქი ნოვოაზოვსკი და ქალაქში მდებარე დასახლებული პუნქტები რუსმა სამხედროებმა დაიკავეს. ეს ფაქტი უკრაინაში რუსეთის შეჭრად შეფასდა.

გუშინ უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო უშიშროების საბჭოს სხდომა შეიკრიბა. სხდომაზე ქვეყნების უმრავლესობამ უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა. აშშ-მა, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის ქმედებები დაგმეს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა