ანდერს ფოგ რასმუსენი - უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, თუ ამის სურვილი ექნება

ანდერს ფოგ რასმუსენი - უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, თუ ამის სურვილი ექნება

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, უკრაინას შეუძლია გახდეს ალიანსის წევრი, თუ ამის სურვილი ექნება და საჭირო კრიტერიუმებს შეასრულებს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ნატო-უკრაინის კომისიის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ალიანსი სრულად უჭერს მხარს უკრაინის გადაწყვეტილებას ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკასთან მიმართებაში და ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

"ეს ფუნდამენტური პრინციპია, როცა ქვეყანას აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს უსაფრთხოების პოლიტიკა და ალიანსში გაწევრიანება. მე არ ჩავერევი უკრაინის პოლიტიკურ დისკუსიაში. მაგრამ მინდა შეგახსენოთ ნატო-ს გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე იქნება მიღებული. ამ გადაწყვეტილების თანახმად, უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, თუ ამის სურვილი ექნება და შეასრულებს აუცილებელ კრიტერიუმს", - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

უკრაინის მინისტრთა კაბინეტი ნატო-ში გაწევრიანების კურსის აღდგენის შესახებ კანონპროექტს უმაღლეს რადაში შეიტანს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც იაცენიუკმა განაცხადა, ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე დაბრუნების გადაწყვეტილება გუშინ გამართულ უშიშროების საბჭოზე მიიღეს, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ხელმძღვანელობდა.

"უკრაინის მთავრობას პარლამენტში განსახილველად შეაქვს კანონპროექტი უკრაინის რომელიმე სამხედრო ბლოკში შეუსვლელობის სტატუსის გაუქმებისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის კურსის აღდგენის შესახებ", -განაცხადა იაცენიუკმა.

ამავე კანონპროექტის თანახამდ, უკრაინა მთავარ მიზნად ევროკავშირის წევრობას ისახავს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა