ნანდა კოსტა - ბრაზილიური სერიალების ახალგაზრდა ვარსკვლავი და მოდელი. შედის ბრაზილიელი სექსუალური ქალბატონების TOP-10-ში. ის ახლა უკვე "ფლეიბოის" ვარსკვლავიც გახდა.
როგორც ამბობენ, სულ მალე ნანდა კოსტას ქართველი ტელემაყურებელიც იხილავს.
"პალიტრა-TV" ოქტომბრიდან ახალი ბრაზილიური სერიალის "თურქული ვნება" -ს ჩვენებას იწყებს, სადაც ნანდა კოსტა მთავარ როლშია. ოჯახი რომ არჩინოს, ნანდას გმირი თურქეთში მიდის სამუშაოდ, სადაც ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდება - ის აუქციონზე აღმოჩნდება, სადაც ქალებით ვაჭრობენ და თვითონაც გასაყიდ ლოტად იქცევა...
Adami.ge გთავაზობთ სექსსიმბოლოს ყველაზე გამომწვევ ფოტოებს, რომლითაც გარდა სერიალები მოყვარულებისა, მსოფლიო მასშტაბით მილიონობით მამაკაცის გულთამპყრობელი გახდა.