პუტინმა გადაცემისთვის - Спокойной ночи, малыши! ახალი პერსონაჟი მოიგონა

პუტინმა გადაცემისთვის - Спокойной ночи, малыши! ახალი პერსონაჟი მოიგონა

რუსული საბავშვო გადაცემისთვის - ”ძილი ნებისა, პატარებო” ახალი პერსონაჟი მოიფიქრეს, რომელიც ეთერში ოქტომბერში გამოჩნდება.

 

ახალი გმირის იდეა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიაწოდა შემქმნელებს. ”ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ახალი პერსონაჟის ძიებაზე, ბევრი ვარიანტი განვიხილეთ, მაგრამ გულახდილად გეტყვით, ახალი გმირის იდეა პრეზიდენტმა მოგვაწოდა. თავიდან ეს ცოტათი მოულოდნელად მოგვეჩვენა, მაგრამ როდესაც დეტალურად დავაკვირდით, მივხვდით, რომ მან ათიანში გაარტყა”, - ყვება ტელეკომპანია ”კლასის” დირექტორი ალექსანდრ მიტროშენკო.

მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ყველა პერსონაჟი სათამაშოა, მაგრამ ახალი გმირი თანამედროვე, სამგანზომილებიანი ანიმაციით იქნება შექმნილი. ”უნიკალური პროექტი ყალიბდება, ჩვენ მოვახდენთ ანიმაციის, სათამაშო პერსონაჟების და ცოცხალი წამყვანის ერთ სივრცეში წარმოდგენას - ამბობს გადაცემის პროდუსერი, - ორ კვირაში ყველა გაიგებს, ვინ არის ჩვენი ახალი გმირი და ალბათ, ყველასთვის გასაგები გახდება, რა შეხება აქვს პრეზიდენტ პუტინს ამ ისტორიასთან”.

მომზადებულია like.lb.ua-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება