ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ გაძლიერებული სანქციებისთვის პარამეტრები მოამზადა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ გაძლიერებული სანქციებისთვის პარამეტრები მოამზადა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ გაძლიერებული სანქციებისთვის პარამეტრები მოამზადა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟოზე მანუელ ბაროზომ ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, ბაროზო მიიჩნევს, რომ სანქციები თავისთავად გამოსავალი არ არის.

"ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ რუსეთის ლიდერს, რომ მათ ქმედებებს შედეგები მოჰყვება. სანქციები არის შეზღუდვის ზომები, რომლითაც უნდა ვაჩვენოთ რუსეთის ლიდერებს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მიუღებელია. ევროკავშირი არ არის დაინტერესებული რუსეთთან კონფრონტაციით და პირიქით, არც რუსეთი უნდა იყოს ამით დაინტერესებული. არავითარი აზრი არ აქვს ასეთი ტიპის კონფლიქტებს, რადგან ამას შეიძლება ყველასთვის ცუდი შედეგები მოჰყვეს", - განაცხადა ბაროზომ.

მისივე თქმით, ევროკავშირის ლიდერები მზად არიან სანქციების ახალი რაუნდისთვის უკრაინაში ვითარების ბოლოდროინდელი ესკალაციის და დესტაბილიზაციის შემდეგ.

"მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი მხრიდან განვიხილეთ ყველა პარამეტრი, მაგრამ სანქციები არ არის საბოლოო მიზანი. ჩვენ მზად ვართ კარგი ურთიერთობა შევინარჩუნოთ უკრაინასთან და რუსეთთან", - განაცხადა ბაროზომ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა