ვლადიმერ პუტინი - "გერმანელი" კრემლში

ვლადიმერ პუტინი - "გერმანელი" კრემლში

უნ­და ით­ქ­ვას, რომ პუ­ტინ­მა თა­ვი­დან­ვე მცდა­რი წი­ნა­არ­ჩევ­ნო სტრა­ტე­გია აირ­ჩია. რო­გორც ჩანს, სობ­ჩა­კის მო­ად­გი­ლე ღრმად იყო დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი, რომ მის შეფს ყვე­ლა­ზე დი­დი საფ­რ­თხე რა­დი­კა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის მხრი­დან ემუქ­რე­ბო­და და მთე­ლი ყუ­რადღე­ბა მათ ყვე­ლა­ზე გა­მოკ­ვე­თილ წარ­მო­მად­გე­ნელ­ზე - ქა­ლა­ქის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ა­ში გა­მე­ფე­ბულ კო­რუფ­ცი­ას­თან შე­უ­პო­ვა­რი მებ­რ­ძო­ლი­სა და კრის­ტა­ლუ­რად სუფ­თა ადა­მი­ა­ნის იმი­ჯის მქო­ნე ახალ­გაზ­რ­და და ენერ­გი­ულ იური ბოლ­დი­რევ­ზე გა­და­ი­ტა­ნა. სობ­ჩა­კის მე­ო­რე კონ­კუ­რენტს - თა­ვის ყო­ფილ თა­ნამ­შ­რო­მელს ვლა­დი­მირ იაკოვ­ლევს კი, რო­მე­ლიც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო მა­რა­თონ­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­საბ­მე­ლად მე­რის მო­ად­გი­ლის პოს­ტ­საც კი შე­ე­ლია, არ­ც­თუ ისე სე­რი­ო­ზუ­ლად მო­ე­კი­და. სობ­ჩაკ­მა და პუ­ტინ­მა იაკოვ­ლე­ვის საქ­ცი­ე­ლი ღა­ლა­ტად აღიქ­ვეს და მის მი­მართ სი­ძულ­ვილს უკ­ვე აშ­კა­რად გა­მო­ხა­ტავ­დ­ნენ. ვი­ცე-მერ­მა ყო­ფილ კო­ლე­გას "ი­უ­დაც" კი უწო­და. თუმ­ცა­ღა იაკოვ­ლევ­მა კარ­გი მე­ურ­ნის იმი­ჯის მორ­გე­ბა და ამომ­რ­ჩე­ველ­თა უმე­ტე­სო­ბის მიმ­ხ­რო­ბა მა­ინც მო­ა­ხერ­ხა.

ამა­სო­ბა­ში წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში მოს­კო­ვე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი ჩა­ე­რივ­ნენ და 1995 წლის სა­თათ­ბი­როს არ­ჩევ­ნებ­ში დახ­მა­რე­ბის­თ­ვის ჩერ­ნო­მირ­დინ­მა სობ­ჩაკს ღი­ად და­უ­ჭი­რა მხა­რი. ბევ­რის­თ­ვის სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად, სობ­ჩა­კი პუ­ტი­ნის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით მოქ­მე­დი "სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პარ­ტი­ის" რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც კი შე­ვი­და. მაგ­რამ ვერც სობ­ჩა­კი და ვერ პუ­ტი­ნიც ვე­რაფ­რით წარ­მო­იდ­გენ­დ­ნენ, რომ რო­გორც მთე­ლი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის, ისე უშუ­ა­ლოდ მა­თი ბე­დიც წი­ნას­წარ იყო გა­დაწყ­ვე­ტი­ლი. რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტ­თან ლა­მის ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი სა­მი ადა­მი­ა­ნი - მი­სი უსაფ­რ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ალექ­სანდრ კორ­ჟა­კო­ვი, პირ­ვე­ლი ვი­ცე-პრე­მი­ე­რი ოლეგ სოს­კო­ვე­ცი და უშიშ­რო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის დი­რექ­ტო­რი მი­ხა­ილ ბარ­სუ­კო­ვი უკ­ვე გა­მა­ლე­ბით ეძებ­დ­ნენ ავად­მ­ყო­ფი ელ­ცი­ნის შემ­ც­ვ­ლელ ღირ­სე­ულ მემ­კ­ვიდ­რეს. არა­და, თა­ვად ელ­ცი­ნი იმ­ხა­ნად სა­კუ­თა­რი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ჩა­ტა­რე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, თუმ­ცა­ღა, მის გა­რე­მოც­ვა­ში უკ­ვე სხვებ­საც სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად ეპა­რე­ბო­დათ ეჭ­ვი, შეძ­ლებ­და კი ეს ხან­დაზ­მუ­ლი და ავად­მ­ყო­ფი ადა­მი­ა­ნი ქვეყ­ნის შემ­დ­გომ მარ­თ­ვას? ასე რომ, ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი ფიქ­რის შემ­დეგ და, რაც მთა­ვა­რია, ჩერ­ნო­მირ­დი­ნის სა­პირ­წო­ნედ, რო­მე­ლიც საპ­რე­ზი­დენ­ტო ამ­ბი­ცი­ებს აღარ მა­ლავ­და, არ­ჩე­ვა­ნი ტექ­ნოკ­რატ სოს­კო­ვეც­ზე შე­ჩერ­და. კორ­ჟა­კოვ­თან, ბარ­სუ­კოვ­თან და გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორ ალექ­სეი ილი­უ­შენ­კოს­თან ახ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა სოს­კო­ვეცს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ისე­თი ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის­თ­ვის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­და, რო­გო­რიც პრე­ზი­დენ­ტის პი­რა­დი დაც­ვა, უშიშ­რო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი და პრო­კუ­რა­ტუ­რის ორ­გა­ნო­ე­ბი იყო.

ზე­მოთ ნახ­სე­ნებ სა­მე­ულს რე­გი­ო­ნებ­ში ერ­თ­გუ­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბი სჭირ­დე­ბო­და. ზედ­მი­წევ­ნით და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და რე­ფორ­მა­ტო­რუ­ლი მიდ­რე­კი­ლე­ბე­ბის მქო­ნე სობ­ჩა­კი კი ამ როლს არაფ­რით მი­ე­სა­და­გე­ბო­და. კრემ­ლის ინ­ტ­რი­გა­ნე­ბი ხვდე­ბოდ­ნენ, რომ გუ­ბერ­ნა­ტო­რის არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში სანქტ-პე­ტერ­ბურ­გის მე­რი რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტ­ზე დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ოპო­ზი­ცი­ის ყვე­ლა­ზე პერ­ს­პექ­ტი­უ­ლი კან­დი­და­ტიც გახ­დე­ბო­და. და ეს რომ არაფ­რით და­ეშ­ვათ, კორ­ჟა­კოვ­მა, ბარ­სუ­კოვ­მა და სოს­კო­ვეც­მა იაკოვ­ლევს ღი­ად და­უ­ჭი­რეს მხა­რი. მათ შე­უ­ერ­თ­და მოს­კო­ვის ყოვ­ლის­შემ­ძ­ლე მე­რიც, რო­მელ­საც, ად­რე თუ გვი­ან, გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის იმე­დი ჰქონ­და და იაკოვ­ლე­ვი პო­ტენ­ცი­ურ მო­კავ­ში­რედ მი­აჩ­ნ­და.

კრემ­ლი­სა და მოს­კო­ვის მე­რი­ის მი­ერ ხელ­გაშ­ლი­ლად გა­მო­ყო­ფილ­მა სახ­ს­რებ­მა ვლა­დი­მირ იაკოვ­ლევს თა­ვის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში გა­მოც­დი­ლი პო­ლიტ­ტექ­ნო­ლო­გე­ბის ჩაბ­მის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა. სობ­ჩაკს კი არ­ჩევ­ნე­ბამ­დე დარ­ჩე­ნილ ორ კვი­რა­ში სა­არ­ჩევ­ნო ფონ­დ­ში თან­ხაც კი აღარ დარ­ჩა. თა­ნაც, მო­უ­ლოდ­ნე­ლად ისიც გა­ირ­კ­ვა, რომ ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტის დე­ფი­ცი­ტის და­სა­ფა­რი თან­ხე­ბიც (1995 წელს გა­ტა­რე­ბულ­მა სა­გა­და­სა­ხა­დო რე­ფორ­მამ სანქტ-პე­ტერ­ბურგს შე­მო­სავ­ლე­ბის მე­სა­მე­დი ჩა­მო­აჭ­რა) ასე­ვე გა­მო­ლე­უ­ლი­ყო.

პუ­ტი­ნი გრძნობ­და, რომ ცო­ტაც და, ნერ­ვე­ბი უმ­ტყუ­ნებ­და. თუმ­ცა, წო­ნას­წო­რო­ბი­დან მას­ზე არა­ნაკ­ლე­ბად გა­მო­სულ სობ­ჩაკს მა­ინც ამ­შ­ვი­დებ­და და იმა­საც მტკი­ცედ ჰპირ­დე­ბო­და, - ქა­ლა­ქის ქო­ნე­ბის პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ით გამ­დიდ­რე­ბულ ბიზ­ნეს­მე­ნებს ჩვე­ნი ერ­თ­გუ­ლე­ბის ფიცს სა­ჯა­როდ და­ვა­დე­ბი­ნე­ბო. მარ­თ­ლაც, მან სა­ხელ­მ­წი­ფო აგა­რაკ­ზე "თეთ­რი ღა­მე­ე­ბი" ყვე­ლა ნაც­ნო­ბი მსხვი­ლი მე­წარ­მე შეკ­რი­ბა, შექ­მ­ნი­ლი სი­ტუ­ა­ცია დრა­მა­ტულ ფე­რებ­ში აუწე­რა და სობ­ჩა­კის სა­ა­რ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის მა­ტე­რი­ალუ­რი მხარ­და­ჭე­რის­კენ მო­უ­წო­და. მაგ­რამ ქა­ლა­ქის ყვე­ლა­ზე მდი­დარ­მა, ე.წ. "ა­ხალ­მა რუ­სებ­მა" პუ­ტინს ფუ­ლის გა­ღე­ბა­ზე ცი­ვი უარი სტკი­ცეს.

ამის შემ­დეგ ვი­ცე-მერ­მა "მცი­რე და სა­შუ­ა­ლო მე­წარ­მე­ო­ბის დახ­მა­რე­ბის კონ­გ­რეს­ში" გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­შუ­ა­ლო კლა­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა დახ­მა­რე­ბა­ზე და­თან­ხ­მე­ბა სცა­და. სწო­რედ ამ მიზ­ნით მო­აწყო "მრგვა­ლი მა­გი­და", რო­მელ­ზეც საპ­როგ­რა­მო სიტყ­ვით სობ­ჩა­კი უნ­და გა­მო­სუ­ლი­ყო. მაგ­რამ სანქტ-პე­ტერ­ბურ­გის ჭირ­ვე­ულ მერს უბ­რა­ლოდ და­ა­ვიწყ­და ამ მის­თ­ვის უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მის­ვ­ლა და ამით მარ­ტო შეკ­რე­ბი­ლებს კი არ წა­არ­თ­ვა მი­სი მჭევ­რ­მეტყ­ვე­ლე­ბით დატ­კ­ბო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, არა­მედ სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­მავ­ლის გა­დარ­ჩე­ნის ბო­ლო შან­სიც ხე­ლი­დან გა­უშ­ვა.

გა­ცო­ფე­ბუ­ლი პუ­ტი­ნი ად­გილს ვე­ღარ პო­უ­ლობ­და. სობ­ჩა­კის მო­სას­მე­ნად შეკ­რე­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი კი აღ­შ­ფო­თე­ბას ვე­ღარ ფა­რავ­დ­ნენ. ხო­ლო რო­ცა საქ­მე იქამ­დეც მი­ვი­და, რომ ქა­ლაქ­ში ცნო­ბილ­მა და­ნა­შა­უ­ლებ­რივ­მა ავ­ტო­რი­ტეტ­მა მათ თავ­ხე­დუ­რად შეს­თა­ვა­ზა, ჩემ მი­ერ "სობ­ჩა­კის მხარ­და­სა­ჭე­რად" შექ­მ­ნილ ფონ­დ­ში 2.000-2.000 დო­ლა­რი შე­მო­ი­ტა­ნე­თო, "მო­ნას­ტე­რი" სა­ბო­ლო­ოდ აირია. პუ­ტი­ნის ერთ-ერ­თი მე­გო­ბა­რი მოგ­ვი­ა­ნე­ბით იხ­სე­ნებ­და, - იმ დღე­ებ­ში და­სა­ძი­ნებ­ლად და­წო­ლი­ლი ვლა­დი­მი­რი გვერ­დით და­ტე­ნილ იარაღს იდებ­დაო.

წიგ­ნ­ში - "პირ­ველ პირ­ში" პუ­ტი­ნი ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს, სა­კუ­თარ თავს ნაკ­ლე­ბი ჩრდი­ლი მი­ა­ყე­ნოს და ამ მოვ­ლე­ნას ცო­ტა სხვა­ნა­ი­რად აღ­წერს. მი­სი თქმით, სობ­ჩა­კი თვი­თონ აწარ­მო­ებ­და თა­ვის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას და სახ­ს­რებ­საც თვი­თონ­ვე აგ­რო­ვებ­და; მე კი, - ხაზს უს­ვამს იგი, - საწყის ეტაპ­ზე შეგ­ნე­ბუ­ლად არა­ფერ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, რად­გან თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის არა­ფე­რი გა­მე­გე­ბო­და და მე­რის სა­არ­ჩევ­ნო შტაბს მხო­ლოდ მე­ო­რე ტუ­რის წინ ანუ მა­შინ ჩა­ვუ­დე­ქი სა­თა­ვე­ში, რო­ცა საქ­მის შვე­ლა თით­ქ­მის შე­უძ­ლე­ბე­ლი იყოო.

დღეს უკ­ვე ყვე­ლას­თ­ვის ნა­თე­ლია, რომ არ­ჩევ­ნე­ბის გა­და­ტა­ნა სე­რი­ო­ზუ­ლი შეც­დო­მა იყო. ვლა­დი­მირ იაკოვ­ლევ­მა მარ­ჯ­ვედ ისარ­გებ­ლა მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ე­ბის შეც­დო­მე­ბი­თა და ჩა­ვარ­დ­ნე­ბით, თა­ვად ყვე­ლა აუცი­ლე­ბე­ლი ნა­ბი­ჯი წინ­და­ხე­დუ­ლად გა­დად­გა და მარ­თა­ლია, მხო­ლოდ მე­ო­რე ტურ­ში და ხმა­თა უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო უპი­რა­ტე­სო­ბით, მაგ­რამ გა­მარ­ჯ­ვე­ბას მა­ინც მი­აღ­წია. ნე­ბის­მი­ე­რი სიძ­ნე­ლის მი­უ­ხე­და­ვად, და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვას შეჩ­ვე­ულ პუ­ტინს კი და­მარ­ცხე­ბას­თან შე­გუ­ე­ბა მო­უხ­და. და რო­ცა ახა­ლარ­ჩე­ულ­მა გუ­ბერ­ნა­ტორ­მა, შე­რი­გე­ბის ნიშ­ნად, უწინ­დელ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე დარ­ჩე­ნა შეს­თა­ვა­ზა, გა­ცო­ფე­ბულ­მა უპა­სუ­ხა: "ჯობს, ერ­თ­გუ­ლე­ბის­თ­ვის ჩა­მომ­კი­დონ, ვიდ­რე ღა­ლა­ტის­თ­ვის და­მა­ჯილ­დო­ონ!"

სა­არ­ჩევ­ნო მა­რა­თო­ნის და­ნარ­ჩე­ნი მო­ნა­წი­ლე­ე­ბის აზ­რით, პუ­ტი­ნი კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­სუ­ლი­სა თუ აწ­მ­ყოს მქო­ნე ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის­თ­ვის დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნას დი­დად თით­ქოს, არც უკად­რი­სობ­და. მა­გა­ლი­თად, "რუ­სუ­ლი ვი­დე­ოს" პრე­ზი­დენ­ტი მას ად­გი­ლობ­რივ ტე­ლე­არ­ხ­ზე სობ­ჩა­კის ფარ­თო სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბას დაჰ­პირ­და, ოღონდ სა­ნაც­ვ­ლოდ, ქა­ლა­ქის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას 300.000 დო­ლა­რის კრე­დი­ტის მი­ღე­ბა­ში "ხე­ლის წაშ­ვე­ლე­ბა" მოს­თხო­ვა, ხო­ლო რო­ცა მოს­კო­ვის პირ­და­პი­რი მი­თი­თე­ბით, "რუ­სუ­ლი ვი­დე­ოს" ოფის­ში სა­გა­და­სა­ხა­დო პო­ლი­ცია შე­ვი­და, კრე­დი­ტის გა­მო­ყო­ფას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ამ­ბა­ვი ყვე­ლა მის­მა ფი­გუ­რან­ტ­მა უმალ და­ი­ვიწყა. თუმ­ცა, პუ­ტი­ნის არა­კე­თილ­მო­სურ­ნე­ე­ბი შემ­დ­გომ­შიც ჯი­უ­ტად ირ­წ­მუ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ის ამ კომ­პა­ნი­ის ერთ-ერ­თი აქ­ცი­ო­ნე­რი იყო. ასე­ვე და­დი­ო­და ხმე­ბი, რომ პუ­ტი­ნი თა­ვის დრო­ზე "კა­გე­ბეს" მი­ერ შექ­მ­ნი­ლი და ჩვენს დრო­შიც წარ­მა­ტე­ბით მოქ­მე­დი ყალ­ბი ფირ­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით (ერთ-ერთ მათ­გან­ში მი­სი ყო­ფი­ლი პი­რა­დი მცვე­ლე­ბი - ზო­ლო­ტო­ვი და ტზე­კო­ვიც მუ­შა­ობ­დ­ნენ), სანქტ-პე­ტერ­ბურ­გის მა­ფი­ას სხვა­დას­ხ­ვა აფე­რის წარ­მა­ტე­ბით მოგ­ვა­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბო­და და თვი­თო­ნაც კარ­გად ხე­ი­რობ­და. მაგ­რამ ამის და­მამ­ტ­კი­ცე­ბე­ლი სა­ბუ­თი ვე­რა­ვინ წარ­მო­ად­გი­ნა.

იმ წლებ­ში რუ­სუ­ლი პრე­სა საკ­მა­ოდ ბევრს წერ­და ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის კო­რუმ­პი­რე­ბულ ნა­წილ­თან და ფი­ნან­სურ ოლი­გარ­ქი­ას­თან ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის შერ­წყ­მის თა­ო­ბა­ზე. ჯერ კი­დევ სობ­ჩა­კის დროს სანქტ-პე­ტერ­ბურ­გ­ში რამ­დე­ნი­მე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბა მოხ­და, რო­მე­ლიც ვერც მი­ლი­ცი­ამ და ვერც უშიშ­რო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ქა­ლა­ქის სამ­მარ­თ­ვე­ლომ ვერ გახ­ს­ნა, რო­მელ­საც პუ­ტი­ნის ახ­ლო მე­გო­ბა­რი ვიქ­ტორ ჩერ­კე­სო­ვი ედ­გა სა­თა­ვე­ში. მა­გა­ლი­თად, 1994 წელს, სა­წარ­მოო გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "სა­ად­მი­რა­ლო ქარ­ხ­ნის" დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ ჩა­მო­წე­რი­ლი წყალ­ქ­ვე­შა ნა­ვე­ბის საზღ­ვარ­გა­რეთ არა­ლე­გა­ლუ­რად გა­ყიდ­ვა­ში (რო­გორც ჩანს, მსგავს კრი­მი­ნა­ლურ ბიზ­ნეს­თან მე­რი­ის მა­ღა­ლი რან­გის ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი იყ­ვ­ნენ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი) მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აღარ ისურ­ვა და მა­შინ­ვე სი­ცოცხ­ლეს გა­მო­სალ­მეს. იმ წლე­ბის სანქტ-პე­ტერ­ბურ­გ­ში და­ნა­შა­უ­ლი სა­ერ­თო­დაც, გა­ნუხ­რე­ლად იზ­რ­დე­ბო­და. გან­სა­კუთ­რე­ბით მკვეთ­რად იმა­ტა შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბე­ბის რიცხ­ვ­მა. 1997 წელს კი­ლე­რებ­მა დღი­სით-მზი­სით ხალ­ხ­მ­რა­ვალ ქუ­ჩა­ში ჩაცხ­რი­ლეს თა­ვის დრო­ზე პუ­ტი­ნის რჩე­ვით იაკოვ­ლე­ვის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ა­ში სა­მუ­შა­ოდ დარ­ჩე­ნი­ლი მი­ხა­ილ მა­ნე­ვი­ჩი, რო­მელ­საც ტრა­გი­კუ­ლად და­ღუპ­ვამ­დე ვი­ცე-გუ­ბერ­ნა­ტო­რი­სა და სა­ხელ­მ­წი­ფო ქო­ნე­ბის კო­მი­ტე­ტის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი სამ­მარ­თ­ვე­ლოს მე­თა­უ­რის პოს­ტე­ბი ეკა­ვა.

წა­გე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ პუ­ტინ­მა თა­ვი­სი კა­ბი­ნე­ტი მა­ნამ არ და­ტო­ვა, სა­ნამ ერ­თი თვის თავ­ზე იქი­დან პრაქ­ტი­კუ­ლად, არ გა­მო­ა­ძე­ვეს. რო­გორც ჩანს, სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო სის­ტე­მა­ში ნე­ბის­მი­ერ ფა­სად სურ­და დარ­ჩე­ნა. სხვა აბა, რით უნ­და აიხ­ს­ნას, ოფი­ცი­ა­ლუ­რად მოხ­ს­ნამ­დე რამ­დე­ნი­მე კვი­რით ად­რე სმოლ­ნი­ში გან­თავ­სე­ბულ ბო­რის ელ­ცი­ნის სა­არ­ჩევ­ნო შტაბ­ში მი­სი აქ­ტი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა? არც ისაა გა­მო­რიცხუ­ლი, რომ პუ­ტინს ელ­ცი­ნის სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი­სა და თა­ვი­სი ყო­ფი­ლი კო­ლე­გის, ანა­ტო­ლი ჩუ­ბა­ი­სის მხარ­და­ჭე­რის იმე­დიც ჰქო­ნო­და. მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით იძუ­ლე­ბუ­ლი იყო, 1990 წლის მსგავ­სად, ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან და­ეწყო. სობ­ჩაკ­მა წო­ნას­წო­რო­ბი­დან გა­მო­სუ­ლი პუ­ტი­ნის დამ­შ­ვი­დე­ბა შემ­დეგ­ნა­ი­რად სცა­და: ნუ ნერ­ვი­უ­ლობ, მა­ლე ორი­ვეს ელ­ჩე­ბად დაგ­ვ­ნიშ­ნა­ვე­ნო. სანქტ-პე­ტერ­ბურ­გის ყო­ფილ მერს მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან უნ­დო­და, პა­რიზ­ში ან­და ბონ­ში ელ­ჩის პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბა და მი­სი და პუ­ტი­ნის ელ­ჩე­ბად გამ­წე­სე­ბის თა­ო­ბა­ზე მა­შინ­დელ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრ პრი­მა­კოვ­თან პი­რა­დად და­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად მოს­კოვ­შიც ჩა­ვი­და. მაგ­რამ მი­ნის­ტ­რ­მა თხოვ­ნა­ზე ცი­ვი უარი სტკი­ცა.

ამის შემ­დეგ პუ­ტი­ნი 3 თვე უმუ­შე­ვა­რი და­ი­ა­რე­ბო­და და თან, რა­ღა­ცას და­ძა­ბუ­ლი ელო­და, თუმ­ცა, ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კი არა­ვის­თან სურ­და. ერ­თხე­ლაც ოჯახ­თან ერ­თად, სანქტ-პე­ტერ­ბურ­გი­დან 100 კი­ლო­მეტ­რ­ში მდე­ბა­რე ახა­ლა­შე­ნე­ბულ აგა­რაკ­ზე გა­ემ­გ­ზავ­რა. მი­სი ცო­ლი ლუდ­მი­ლა ხერ­ხემ­ლის სე­რი­ო­ზუ­ლი ტრავ­მის გა­მო გა­და­ტა­ნი­ლი ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ის-ის იყო, ოდ­ნავ გა­მო­კეთ­და და ოჯახ­საც ქა­ლა­ქი­დან გას­ვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა. მაგ­რამ ცო­ლის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბით დამ­შ­ვი­დე­ბულ პუ­ტინს ბედ­მა ახა­ლი სას­ტი­კი დარ­ტყ­მა მი­ა­ყე­ნა. ერთ დღეს აგა­რაკ­ზე მის­მა პი­რად­მა მდი­ვან­მა, მა­რი­ნა ელ­ტან­ცე­ვამ ჩა­ა­კითხა ქმარ­თან ერ­თად და, მწვა­დის შეწ­ვი­სა და სულ რამ­დე­ნი­მე ჭი­ქა სას­მ­ლის მირ­თ­მე­ვის შემ­დეგ, მა­მა­კა­ცებ­მა სა­უ­ნა­ში გა­და­ი­ნაც­ვ­ლეს. მაგ­რამ საკ­მა­რი­სი იყო, პუ­ტინს ღუ­მე­ლი და­ენ­თო, რომ ცეცხ­ლი უმალ მთელ სახლს მო­ე­დო (მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კ­ვა, რომ ხან­ძ­რის მი­ზე­ზი სწო­რედ ეს არას­წო­რად ამოყ­ვა­ნი­ლი ღუ­მე­ლი გახ­და). თავ­ზარ­და­ცე­მულ­მა პუ­ტინ­მა ჯერ მე­ო­რე სარ­თულ­ზე მძი­ნა­რე, უფ­რო­სი გო­გო­ნა გა­მო­იყ­ვა­ნა ცეცხ­ლ­მო­კი­დე­ბუ­ლი სახ­ლი­დან, მე­რე კი ისევ უკან შებ­რუნ­და და იმ ოთახს მი­ა­შუ­რა, სა­დაც ფუ­ლით სავ­სე დიპ­ლო­მა­ტი ჰქონ­და კა­რა­და­ში და­მა­ლუ­ლი, მაგ­რამ ის უკ­ვე ბო­ლომ­დე დამ­წ­ვა­რი დახ­ვ­და. თუმ­ცა ფერ­ფ­ლ­ში, სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ორი წლის წინ ნა­კურ­თხი თა­ვი­სი ნათ­ლო­ბის ჯვა­რი აღ­მო­ა­ჩი­ნა.

ვლა­დი­მირ­მა აგა­რა­კი­ცა და მთე­ლი თა­ვი­სი და­ნა­ზო­გიც უც­ბად და­კარ­გა. მაგ­რამ უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­დ­ნილს მო­უ­ლოდ­ნე­ლად ალექ­სანდრ ბოლ­შა­კოვ­მა გა­უ­წო­და დახ­მა­რე­ბის ხე­ლი. ბოლ­შა­კო­ვი ერთ დროს ლე­ნინ­გ­რა­დის მსხვი­ლი თავ­დაც­ვი­თი სა­წარ­მოს დი­რექ­ტო­რი იყო, მე­რე სულ სხვა­დას­ხ­ვა სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბა, მათ შო­რის - ლენ­სო­ვე­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რის მო­ად­გი­ლის პოს­ტიც ეკა­ვა, 1996 წელს კი ქვეყ­ნის პირ­ველ ვი­ცე-პრე­მი­ე­რად და­ნიშ­ნეს.

ბოლ­შა­კოვს კარ­გად ახ­სოვ­და, რომ იმ რთულ დროს, რო­ცა ბევრ პო­ლი­ტი­კოს­სა და ჩი­ნოვ­ნიკს მის­ნა­ი­რი "წი­თე­ლი დი­რექ­ტო­რე­ბის­გან" თა­ვი შორს ეჭი­რა, პუ­ტი­ნი ნი­ა­დაგ მის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მას ყო­ველ­თ­ვის ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავ­და და ერ­თხე­ლაც არ უთ­ქ­ვამს უარი სმოლ­ნი­ში მი­ღე­ბა­ზე. ამი­ტო­მაც, რო­ცა სანქტ-პე­ტერ­ბურ­გის ყო­ფი­ლი ვი­ცე-მე­რის გა­სა­ჭი­რის შე­სა­ხებ შე­იტყო, მოს­კოვ­ში მის გა­და­საყ­ვა­ნად ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა. პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის საქ­მე­თა მმარ­თ­ველ პა­ველ ბო­რო­დინ­თან და მის კი­დევ უფ­რო გავ­ლე­ნი­ან უფ­როს ნი­კო­ლაი ეგო­როვ­თან ბოლ­შა­კო­ვის შეხ­ვედ­რე­ბი­სას პუ­ტი­ნის­თ­ვის ეგო­რო­ვის მო­ად­გი­ლის პოს­ტის შე­თა­ვა­ზე­ბა გა­დაწყ­და. თუმ­ცა, სა­ნამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლი სა­მე­უ­ლი - კორ­ჟა­კოვ-ბარ­სუ­კოვ-სოს­კო­ვე­ცი იყო, დე­და­ქა­ლაქ­ში პუ­ტი­ნის გა­დას­ვ­ლა­ზე ლა­პა­რა­კიც კი არ შე­იძ­ლე­ბო­და.

სობ­ჩა­კის შემ­დ­გო­მი ბე­დი კი ძა­ლი­ან ტრა­გი­კუ­ლად წა­რი­მარ­თა. არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ მას­ზე ნამ­დ­ვი­ლი "ნა­დი­რო­ბის სე­ზო­ნი" გა­იხ­ს­ნა. ახალ­მა გუ­ბერ­ნა­ტორ­მა თა­ვის სა­ძულ­ველ მე­ტო­ქეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი და პრო­კუ­რა­ტუ­რა მი­უქ­სია. სა­ბა­ბი - სობ­ჩა­კის მი­ერ ყო­ველ­კ­ვი­რე­უ­ლის­თ­ვის - "Ñîâåðøåííî ñåêðåòíî" მი­ცე­მუ­ლი ინ­ტერ­ვიუ გახ­და, რო­მელ­შიც იაკოვ­ლე­ვი "ჩრდი­ლო­ეთ დე­და­ქა­ლაქ­ში" ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან და­ნა­შა­უ­ლებ­რივ დაჯ­გუ­ფე­ბას­თან, ე.წ. "ტამ­ბო­ვე­ლებ­თან" კავ­შირ­ში პირ­და­პირ და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. შე­დე­გად, იური სკუ­რა­ტოვ­მა (მან გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის პოს­ტ­ზე პლი­უშ­ჩენ­კო შეც­ვა­ლა) თა­ვის ხელ­ქ­ვე­ი­თებს სანქტ-პე­ტერ­ბურ­გის მე­რის პოს­ტ­ზე სობ­ჩა­კის ყოფ­ნის პე­რი­ო­დის კომ­პ­ლექ­სუ­რი შეს­წავ­ლა და­ა­ვა­ლა. ეს სწო­რედ ის პე­რი­ო­დი იყო, რო­ცა სობ­ჩაკ­მა ბევ­რი ისე­თი მტე­რი შე­ი­ძი­ნა, რო­მე­ლიც კო­რუფ­ცი­ის ყვე­ლა­ზე უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო ფაქ­ტის გარ­შე­მოც კი სკან­და­ლის ასა­გო­რებ­ლად და მის ცი­ხე­ში გა­მო­სამ­წყ­ვ­დე­ვად იყო მზად.

ყო­ფი­ლი მე­რი­სა და მი­სი ცო­ლის ბი­ნა­ში ჩხრე­კა ჩა­ტარ­და, რის შემ­დე­გაც, და­პა­ტიმ­რე­ბის საფ­რ­თხეც კი და­ე­მუქ­რათ. 1997 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში პუ­ტი­ნის მფარ­ვე­ლი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის სამ­მარ­თ­ვე­ლოს შე­ნო­ბა­ში ჰყავ­დათ და­კითხ­ვა­ზე. სობ­ჩა­კის­გან ითხოვ­დ­ნენ მის ყო­ფილ თა­­ნამ­შ­რომ­ლებ­ზე ისე­თი ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მას, რო­მე­ლიც მათ კო­რუფ­ცი­ა­ში ამ­ხელ­და. სა­ბო­ლო­ოდ, ორ­მოც­დათ­ვ­რა­მე­ტი წლის სობ­ჩაკ­მა ასეთ ზე­წო­ლას ვე­ღად გა­უძ­ლო და გუ­ლის შე­ტე­ვა პირ­და­პირ და­კითხ­ვა­ზე და­ე­მარ­თა.

ერ­თი თვის შემ­დეგ ლუდ­მი­ლა ნა­რუ­სო­ვამ ქმრის საზღ­ვარ­გა­რეთ გაყ­ვა­ნა მო­ა­ხერ­ხა. მომ­ხ­და­რი ჰო­ლი­ვუ­დურ სცე­ნას მო­გა­გო­ნებ­დათ. ნო­ემ­რის ბნელ სა­ღა­მოს პულ­კო­ვოს აერო­პორ­ტ­ში ფი­ნე­თი­დან ჩა­მოფ­რე­ნი­ლი თვით­მ­ფ­რი­ნა­ვის ბორ­ტ­ზე ნაჩ­ქა­რე­ვად აიტა­ნეს სა­კა­ცე, რო­მელ­ზეც სობ­ჩა­კი იწ­ვა. მო­ტო­რი ახ­მა­ურ­და, თვით­მ­ფ­რი­ნავ­მა ასაფ­რე­ნი ბი­ლი­კი გა­ირ­ბი­ნა, პირ­ქუშ ცა­ში აიჭ­რა და გე­ზი პა­რი­ზის­კენ აიღო. თვით­მ­ფ­რი­ნა­ვის უცხო­ე­ლი პი­ლო­ტის ვი­ნა­ო­ბის დად­გე­ნა ვე­რაფ­რით მო­ხერ­ხ­და. მა­ვა­ნი კი ჯი­უ­ტად ირ­წ­მუ­ნე­ბო­და, რომ სა­კუ­თა­რი თვა­ლით ნა­ხა ასაფ­რე­ნი მო­ედ­ნის სი­ახ­ლო­ვეს მდგა­რი პუ­ტი­ნი, რო­მე­ლიც სხვე­ბის­თ­ვის რა­ტომ­ღაც, ბო­ლომ­დე შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლი დარ­ჩა.

პუ­ტინს სობ­ჩა­კი დი­დად არას­დ­როს ჰყვა­რე­ბია, მაგ­რამ ყო­ველ­თ­ვის სა­თა­ნა­დო პა­ტი­ვის­ცე­მით ეპყ­რო­ბო­და. თუმ­ცა, თა­ვი­სი დამ­რი­გებ­ლი­სა და მფარ­ვე­ლის ხვედ­რის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის თხოვ­ნით, პრე­ზი­დენ­ტის­თ­ვის მი­მარ­თ­ვის უფ­ლე­ბა თავს მხო­ლოდ მას შემ­დეგ მის­ცა, რაც მარ­თა­ლია, "კა­გე­ბე­სა­ვით" ყოვ­ლის­შემ­ძ­ლე არა, მაგ­რამ მა­ინც კო­ლო­სა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე, რუ­სე­თის ძი­რი­თა­დი სპეც­სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი გახ­და.

ეს ნა­დი­რო­ბი­სას მოხ­და. ელ­ცინს ის იყო, აფ­რე­ნი­ლი ვე­ლუ­რი იხ­ვის­თ­ვის უნ­და ეს­რო­ლა, რომ უეც­რად, პუ­ტი­ნის ხმა­დაბ­ლა ნათ­ქ­ვა­მი სიტყ­ვე­ბი ჩა­ეს­მა ყურ­ში: "პრო­ფე­სორ სობ­ჩა­კის საქ­მე­ე­ბი კარ­გად ვერ მი­დის. რა­მე­ნა­ი­რად უნ­და და­ვეხ­მა­როთ. ძა­ლი­ან უნ­და სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა". თა­ვი­დან ელ­ცინს სობ­ჩა­კის სა­ხე­ლის გა­გო­ნე­ბაც კი არ უნ­დო­და და ამი­ტო­მაც, - დაე, ყვე­ლა­ფე­რი სა­სა­მარ­თ­ლომ გა­დაწყ­ვი­ტო­სო, - უკ­მა­ყო­ფი­ლო ხმით ჩა­ი­ბურ­ტყუ­ნა, მაგ­რამ მე­რე სიბ­რა­ზემ მა­ინც გა­უ­ა­რა, დაც­ვის ახა­ლი უფ­რო­სი გა­მო­ი­ძა­ხა და შე­სა­ბა­მი­სი გან­კარ­გუ­ლე­ბა გას­ცა. რამ­დე­ნი­მე კვი­რის შემ­დეგ, მძი­მე ავად­მ­ყო­ფო­ბით გა­ტან­ჯულ­მა სობ­ჩაკ­მა რუ­სე­თის მი­წა­ზე ფე­ხი ისევ დად­გა.

სანქტ-პეტე­რ­ბურ­გის ყო­ფი­ლი მე­რი ნამ­დ­ვი­ლად არ მო­ე­ლო­და, რომ მი­სი ფა­ვო­რი­ტი ასეთ თავ­ბ­რუ­დამ­ხ­ვევ კა­რი­ე­რას გა­ი­კე­თებ­და და ახ­ლა უკ­ვე იმის დი­დი იმე­დიც მი­ე­ცა, რომ თვი­თო­ნაც მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ვე­ლი გახ­დე­ბო­და. მა­ნამ­დე კი ინ­ტერ­ვი­უ­ებს არი­გებ­და და ჟურ­ნა­ლის­ტებს თა­ვის ყო­ფილ სტუ­დენ­ტ­თან და პო­ლი­ტი­კურ თა­ნა­მებ­რ­ძოლ­თან ახ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე უყ­ვე­ბო­და.

1999 წლის დე­კემ­ბერ­ში სობ­ჩაკ­მა სა­ხელ­მ­წი­ფო სა­თათ­ბი­როს არ­ჩევ­ნე­ბი წა­ა­გო, მაგ­რამ და­მარ­ცხე­ბას დი­დად არ და­უბ­ნე­ვია და ისიც კი გა­ნაცხა­და, 2000 წელს სანქტ-პე­ტე­რ­ბურ­გის მე­რის პოს­ტ­ზეც უსა­თუ­ოდ ვიყ­რი კენ­ჭ­სო. სობ­ჩა­კი პუ­ტი­ნის ერ­თ­გ­ვარ "ნდო­ბით აღ­ჭურ­ვილ პი­რად" იქ­ცა. მაგ­რამ მის ოც­ნე­ბებს ახ­დე­ნა მა­ინც არ ეწე­რა. 2000 წლის თე­ბერ­ვალ­ში, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ერ­თი თვით ად­რე, ანა­ტო­ლი სობ­ჩა­კი გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა და, რო­გორც ბევ­რ­მა ივა­რა­უ­და, პუ­ტი­ნის ყვე­ლა "სა­ი­დუმ­ლოც" საფ­ლავ­ში ჩა­ი­ტა­ნა.

"სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან კა­პი­ტა­ლის გა­მო­ყო­ფა კა­ტას­ტ­რო­ფუ­ლი შე­დე­გე­ბის მომ­ტა­ნი შეც­დო­მა იყო, რა­მე­თუ კა­პი­ტა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი და­საყ­რ­დე­ნი­ა", - ბო­რის ბე­რე­ზოვ­ს­კი, "ცა­ი­ტი", 17.10. 1997 წ.

მომ­დევ­ნო თა­ვებ­ში ძა­ლი­ან რთულ და სას­ტიკ თა­მაშ­სა და მსოფ­ლი­ო­ში პო­ტენ­ცი­უ­რად ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ქვეყ­ნის ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბის კონ­ტ­რო­ლი­სა და გავ­ლე­ნის სფე­რო­ე­ბის მო­პო­ვე­ბის­თ­ვის გა­მარ­თულ და­უნ­დო­ბელ ბრძო­ლა­ზე გვექ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი.

1996 წელს რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კუ­რი, მმარ­თ­ვე­ლი და საქ­მი­ა­ნი ელი­ტის ყვე­ლა­ზე გა­მო­ჩე­ნილ­მა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ ავან­ს­ცე­ნა­ზე ისე­თი ადა­მი­ა­ნის გა­მოყ­ვა­ნის თა­ო­ბა­ზე მო­ი­ლა­პა­რა­კეს, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან მა­თი ჩა­მო­ცი­ლე­ბის ნე­ბის­მი­ერ მცდე­ლო­ბას წარ­მა­ტე­ბით და­უ­პი­რის­პირ­დე­ბო­და და იმავ­დ­რო­უ­ლად, მათ ხელ­ში მოქ­ცე­უ­ლი უზარ­მა­ზა­რი სიმ­დიდ­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სა და გაზ­რ­და-გამ­რავ­ლე­ბა­საც აქ­ტი­უ­რად შე­უწყობ­და ხელს. ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბებ­მა კუ­ლი­სე­ბის და­ტო­ვე­ბის­თა­ნა­ვე, პო­ლი­ტი­კის ჩრდი­ლი­დან, შე­უბღა­ლა­ვი რე­პუ­ტა­ცი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მოყ­ვა­ნა და სა­ხელ­მ­წი­ფოს მე­ო­რე პი­რე­ბად, პრე­მი­ერ-მი­ნისტ­რად დას­მა და­იწყეს. ამ თა­მა­შის მი­ზა­ნი მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის პო­ტენ­ცი­უ­რი მემ­კ­ვიდ­რის როლ­ში მა­თი გა­მო­სა­დე­გო­ბის შე­მოწ­მე­ბა იყო. ქვე­მოთ სწო­რედ იმა­ზე იქ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი, თუ რო­გორ წა­რი­მარ­თა და რით დას­რულ­და ეს თა­მა­ში.

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა