ანდრეი ლისენკო - უკრაინის ტერიტორიაზე 1600-მდე რუსი სამხედრო იმყოფება

ანდრეი ლისენკო - უკრაინის ტერიტორიაზე 1600-მდე რუსი სამხედრო იმყოფება

უკრაინის ტერიტორიაზე 1600-მდე რუსი სამხედრო იმყოფება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვისა და ეროვნული საბჭოს პრესსპიკერმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების არანაკლებ ოთხი ტაქტიკური ჯგუფი იმყოფება.

"ტაქტიკური ჯგუფი დაახლოებით 400 კაცისგან შემდგარი ფორმირებაა, რომელიც გაძლიერებულია არტილერიითა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი საშუალებებით", - განაცხადა ანდრეი ლისენკომ.

მისივე თქმით, გუშინ ქალაქ მარიუპოლთან საზღვაო დაცვის კატერებზე მართვადი სარაკეტო მოწყობილობებიდან შეტევა მიიტანეს.

როგორც დღევანდელ ბრიფინგზე ანდრეი ლისენკომ განაცხადა, გასული დღე-ღამის განმავლობაში 7 უკრაინელი ძალოვანი დაიღუპა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა