"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები კავკასიაში ომის დაწყებით იმუქრებიან

"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები კავკასიაში ომის დაწყებით იმუქრებიან

ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მებრძლები, ჩეჩნეთსა და კავკასიაში ომის დაწყებით იმუქრებიან. ამის შესახებ ინფორმაციას არაბული ტელეარხი Al-Arabiya ავრცელებს.

როგორც ტერორისტების მიერ გავრცელებული ვიდეომიმართვიდან ჩანს, ისინი პირადად ვლადიმერ პუტინს ემუქრებიან, როგორც სირიის მეთაურის, ბაშარ ალ ასადის მოკავშირეს. როგორც ცნობილია, რუსეთი ასადს იარაღს აწვდის.

ვიდეოზე, რომელიც YouTube-ზე განთავსდა, ჩანს ისლამისტი მებრძოლი, რომელიც ზის ავიაგამანადგურებელში, რომელიც მებრძოლებმა, სირიის პროვინცია რაკაში მდებარე სამხედრო აეროდრომზე კონტროლის დამყარების შემდეგ ჩაიგდეს ხელთ.

კიდევ ერთი მებრძოლი ზის ავტომობილში და ამბობს: "ეს მიმართვა არის შენდამი, ვლადიმერ პუტინ, ეს შენი თვითმფრინავებია, რომელიც ბაშარ ასადს გამოუგზავნე, ალაჰის წყალობით ჩვენ მათ შენ გამოგიგზავნით, გახსოვდეს ეს... ჩვენ ალაჰის ნებით გავათავისუფლებთ ჩეჩნეთს და მთლიანად კავკასიას! "ისლამური სახელმწიფო" არის და იქნება და ის ფართოვდება, ალაჰის ნებით... შენი ტახტი უკვე შერყეულია, არის საფრთხის ქვეშ... ჩვენ უკვე გზაში ვართ", - ნათქვამია პუტინის მიმართ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვის ტექსტში.

"ისლამური სახელმწიფოს" დაჯგუფების მებრძოლებმა თავისი გამოსვლები ერაყის ჩრდილოეთ და დასავლეთ რაიონებში ივნისის დასაწყისში დაიწყეს. 29 ივნისს კი ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე არსებული მათ მიერ კონტროლირებადი დაჯგუფებების "ისლამური ხალიფატის" შექმნის შესახებ განაცხადეს.

აგვისტოს დასაწყისში აღნიშნული დაჯგუფების წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო შეერთებულმა შტატებმა. მას შემდეგ ამერიკელებმა ტერორისტების პოზიციებზე 124 საჰაერო დარტყმა მიიტანეს. ამის სანაცვლოდ დაჯგუფების წევრებმა ამერიკელი ჟურნალისტი ჯეიმს ფოლი სიკვდილით დასაჯეს და ამერიკული მხარე გააფრთხილეს, რომ შემდეგი მსხვერპლი შესაძლოა, ჟურნალისტი სტივენ სოტლოფი გამხდარიყო.

მიუხედავად ამისა, ობამამ განაცხადა, რომ დაჯგუფების პოზიციებზე დაბომბვები გაგრძელდებოდა.

ცოტა ხნის წინ კი ქსელში გავრცელდა სოტლოფის დასჯის ვიდეო. ჩანაწერის ნამდვილობა ჯერ არ დამტკიცებულა, თუმცა ჟურნალისტის ოჯახის წევრები დარწმუნებულნი არიან, რომ სოტლოფი ცოცხალი აღარ არის.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა