როგორ "ჩალიჩობს" ქართველი ბოდიბილდერი პლაჟზე და ვინ სარგებლობს მისი გარეგნობით

როგორ "ჩალიჩობს" ქართველი ბოდიბილდერი პლაჟზე და ვინ სარგებლობს მისი გარეგნობით

ბო­დი­ბილ­დე­რი ვიქ­ტორ გე­გე­ში­ძე რე­გუ­ლა­რუ­ლი ვარ­ჯი­შის­გან გა­დატ­ვირ­თუ­ლი წლის შემ­დეგ, აჭა­რა­ში ის­ვე­ნებს და ი­ქა­ურ დას­ვე­ნე­ბა­ზე, გო­გო­ნებ­ზე, სა­კუ­რორ­ტო ფლირ­ტ­სა და გარ­თო­ბა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- აჭა­რა­ში ვის­ვე­ნებ, ხან ბა­თუმ­ში ვარ, ხან - ქო­ბუ­ლეთ­ში, ჩე­მი ვებ-გვერ­დის­თ­ვის ფო­ტო­სე­სი­ე­ბი მქონ­და. ახ­ლა მე­გობ­რე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ და ისევ ქო­ბუ­ლეთ­ში გად­მოვ­ბარ­გ­დი. სექ­ტემ­ბ­რამ­დე აქ ვიქ­ნე­ბი, მე­რე კი თბი­ლის­ში ჩა­მო­ვალ და ვარ­ჯიშს ახა­ლი ძა­ლე­ბით გა­ვაგ­რ­ძე­ლებ. ახ­ლა ჩემს თავს მაქ­სი­მა­ლუ­რი დას­ვე­ნე­ბის უფ­ლე­ბა მი­ვე­ცი. სულ ერ­თ­სა და იმა­ვე­ზე ფიქ­რი მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლია და გან­ტ­ვირ­თ­ვა მჭირ­დე­ბო­და.

- კლუ­ბებ­ში თუ და­დი­ხარ?

- კი, მაგ­რამ ად­რე უფ­რო ხში­რად დავ­დი­ო­დი. ახ­ლა ხმა­უ­რი დი­დად აღარ მსი­ა­მოვ­ნებს, ეტყო­ბა, დავ­ბერ­დი (ი­ცი­ნის). უფ­რო მე­გობ­რე­ბის წრე­ში და შე­და­რე­ბით წყნა­რად ვა­ტა­რებ დროს. აქა­უ­რო­ბა "თავ­ზე არ და­მიმ­ხი­ა", თუმ­ცა, არც მთლად "პენ­სი­ო­ნე­რუ­ლად" ვარ.

- პლაჟ­ზე რო­ცა გა­დი­ხარ, ალ­ბათ ხალ­ხის ყუ­რადღე­ბას სხვებ­ზე მე­ტად იპყ­რობ, არა?

- კი, მი­ყუ­რე­ბენ და ყუ­რადღე­ბის ცენ­ტ­რ­ში ვხვდე­ბი ხოლ­მე. მე­რე ზო­გი მო­დის და ჩემ­თან ერ­თად ფო­ტო­ებს იღებს.

- ყვე­ლა რომ გი­ყუ­რებს, ეს დის­კომ­ფორტს ხომ არ გიქ­მ­ნის?

- რა­ღაც მო­მენ­ტ­ში - რა თქმა უნ­და, რო­ცა "შენს პონ­ტ­ში" გინ­და და­ის­ვე­ნო, გა­ცუ­რო, გა­ი­რუ­ჯო, გა­ერ­თო, თუმ­ცა მა­ინც სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ უმე­ტე­სო­ბას მოს­წონს. უკითხავთ, სად ვარ­ჯი­შობ? რა მა­გა­რი ტა­ნი გაქ­ვ­სო!.. უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არა­ვის­გან მიგ­რ­ძ­ნია. პლაჟ­ზე რომ გა­ვივ­ლი, ზოგ­ჯერ ბი­ჭე­ბი ჩა­ი­ლა­პა­რა­კე­ბენ, - ვა­ი­მე, ნა­ხე, რამ­ხე­ლააო (ი­ცი­ნის)! მე ვი­თომ არ მეს­მის ხოლ­მე.

- წელს ბევ­რი უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტია, გან­სა­კუთ­რე­ბით, რუ­სი და უკ­რა­ი­ნე­ლი გო­გო­ნე­ბი. მათ­თან თუ ურ­თი­ერ­თობ?

- კი. თან, რუ­სუ­ლი კარ­გად ვი­ცი და მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პრობ­ლე­მა არ მაქვს. სხვა­თა შო­რის, ისი­ნი უფ­რო თა­მა­მად გა­მო­ხა­ტა­ვენ სიმ­პა­თი­ას და ემო­ცი­ას. შე­იძ­ლე­ბა, ქარ­თ­ველ გო­გო­ნებ­საც მოს­წონთ, რო­ცა მა­მა­კაცს ნა­ვარ­ჯი­შე­ბი ტა­ნი აქვს, მაგ­რამ არ მივ­ლენ და კომ­პ­ლი­მენტს არ ეტყ­ვი­ან. შო­რი­დან იყუ­რე­ბი­ან ხოლ­მე, რას ფიქ­რო­ბენ, არ ვი­ცი. რუ­სე­ბი და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი უფ­რო უკომ­პ­ლექ­სო­ე­ბი არი­ან და პირ­და­პირ გე­უბ­ნე­ბი­ან, ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბას გთხო­ვენ და ა.შ.

- მხო­ლოდ ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბით შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბი­ან თუ ნაც­ნო­ბო­ბა­საც აგ­რ­ძე­ლებთ ხოლ­მე?

- რა თქმა უნ­და (ი­ცი­ნის), ზოგ­ჯერ უფ­რო ღრმავ­დე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ზოგ­ჯერ უბ­რა­ლოდ ნაც­ნო­ბო­ბის დო­ნე­ზე რჩე­ბა. ყვე­ლას­თან ახ­ლო მე­გობ­რო­ბა ვერ გექ­ნე­ბა.

- ახ­ლა რამ­დენ ქარ­თ­ველ ბიჭს შე­შურ­დე­ბა შე­ნი, ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნია? რამ­დენს "ჩა­ლი­ჩო­ბენ" მათ გაც­ნო­ბა­ზე და უმე­ტე­სო­ბას არ გა­მოს­დის...

- სხვა­თა შო­რის, ეგ თვი­თო­ნაც უთ­ქ­ვამთ ჩემ­თ­ვის: ჩვენ ამ­დენს "ვჩა­ლი­ჩობთ" და არ გა­მოგ­ვ­დის და შენ რო­გორ ახერ­ხე­ბო (ი­ცი­ნის)?! ხში­რია შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა მი­რე­კა­ვენ და მე­პა­ტი­ჟე­ბი­ან, - პლაჟ­ზე ჩვენ­თან ერ­თად წა­მო­დი, ჩვენ გვერ­დით იყა­ვიო.

ასევე დაგაინტერესებთ | მხრების და ხელების ვარჯიში: ვიდეოგაკვეთილი სახელგანთქმული ქართველი ბოდიბილდერისგან (+VIDEO)

- იმი­სათ­ვის, რომ შე­ნი გა­რეგ­ნო­ბით ისარგებლონ, გო­გო­ე­ბის ყუ­რადღე­ბა მი­იქ­ცი­ონ და მე­რე თვი­თო­ნაც გა­იც­ნონ?

- და­ახ­ლო­ე­ბით. მე­გობ­რე­ბი რომ ჩა­მო­დი­ან, მე­კითხე­ბი­ან ხოლ­მე, - სად ხარ, რომ შენ­თან ახ­ლოს დავ­ბი­ნავ­დე­თო.

- სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პლა­ჟებ­ზე ბევ­რად მე­ტი მა­მა­კა­ცია კარგ ფორ­მა­ში, ვიდ­რე - ქალ­ბა­ტო­ნი. რო­გორც ბო­დი­ბილ­დე­რი, რას იტყ­ვი?

- ასეა. მათ ად­გი­ლას მე ზღვა­ზე სა­ერ­თოდ არ და­ვის­ვე­ნებ­დი. შე­იძ­ლე­ბა, ვი­ღა­ცას ეს კომ­პ­ლექ­სად მო­ეჩ­ვე­ნოს, მაგ­რამ მე მა­გა­ლი­თად, თუ ფორ­მა­ში არ ვარ, რა ძლი­ე­რაც უნ­და მინ­დო­დეს, ზღვა­ზე და­სას­ვე­ნებ­ლად არ წა­ვალ. თუ ზედ­მე­ტი რამ მა­წუ­ხებს, ამ­დე­ნი ხალ­ხის წი­ნა­შე ვერ გა­ვიხ­დი. ზოგ­ჯერ ხდე­ბა, რომ იმ­დენს ვერ ვარ­ჯი­შობ და შე­იძ­ლე­ბა, ვერ იყო ფორ­მა­ში, "პიკ­ზე". მარ­თ­ლა მიკ­ვირს იმ გო­გო­ნე­ბის და ბი­ჭე­ბის... ალ­ბათ ამას მე ვაქ­ცევ გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რადღე­ბას და მათ ეს ნაკ­ლე­ბად აღელ­ვებთ, დის­კომ­ფორტს არ გრძნო­ბენ, მაგ­რამ ჩემ­თ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლია. აქ პლაჟ­ზე იშ­ვი­ა­თად ნა­ხავ ქარ­თ­ველს, ნა­ვარ­ჯი­შე­ბი რომ იყოს, უცხო­ე­ლე­ბი უფ­რო­ უვ­ლი­ან თავს. მო­სუ­ლან კი­დეც და გა­მომ­ლა­პა­რა­კე­ბი­ან. შვე­დეთ­ში რომ ვცხოვ­რობ­დი, იქ უფ­რო ყუ­რადღე­ბას აქ­ცე­ვენ გა­რეგ­ნო­ბას ყვე­ლა ვარ­ჯი­შობს, სულ ფორ­მა­ში არი­ან.

- პლაჟ­ზე ქარ­თ­ვე­ლი გო­გო­ნა თუ მოგ­წო­ნე­ბია ისე, რომ მი­სი გაც­ნო­ბა გა­და­გეწყ­ვი­ტა?

- სი­მარ­თ­ლე გითხ­რა, ასე­თი შემ­თხ­ვე­ვა ჯერ არ მქო­ნია. არა იმი­ტომ, რომ ქარ­თ­ვე­ლი გო­გო­ნე­ბი ცუ­დე­ბი არი­ან; ბევ­რია ლა­მა­ზიც და მომ­ხიბ­ვ­ლე­ლიც, შე­უ­რაცხ­ყო­ფას არა­ვის ვა­ყე­ნებ, უბ­რა­ლოდ, წელს ვინ­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნამ­დ­ვი­ლად არ მომ­ხ­ვედ­რია თვალ­ში. კარ­გი გო­გო ყუ­რადღე­ბას რომ მი­იქ­ცევს, და­აკ­ვირ­დე­ბი და - ან რუ­სია, ან უკ­რა­ი­ნე­ლი, ქუ­ჩა­შიც და პლაჟ­ზეც... თვალს იზი­დავს, შე­საძ­ლოა, უფ­რო იმი­ტომ, რომ უცხო გა­რეგ­ნო­ბა, სხვა­ნა­ი­რი აღ­ნა­გო­ბა და ტა­ნი, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი და აქ­ტი­ვო­ბა აქვთ. თავს უვ­ლი­ან.

- სა­კუ­რორ­ტო რო­მა­ნე­ბი გექ­ნე­ბო­და ალ­ბათ.

- რა თქმა უნ­და, რო­გორც ყვე­ლას, ისე მეც, მაგ­რამ ამას სე­რი­ო­ზულ სა­ხეს არ ვაძ­ლევ ხოლ­მე. გო­გო­ნე­ბის ყუ­რადღე­ბის მი­საპყ­რო­ბად კუნ­თებს ვჭი­მავ-მეთ­ქი, რომ გითხ­რა, მო­გატყუ­ებ. სა­კუ­რორ­ტო ფლირ­ტი და­ვარ­ქ­ვათ. რაც აქ იწყე­ბა, აქ­ვე უნ­და და­ამ­თავ­რო. სი­ტუ­ა­ცი­ას, გა­რე­მოს უხ­დე­ბა, მე­რე კი აღარ ვაგ­რ­ძე­ლებ.

- თბი­ლი­სის აუზებ­ზე და­დი­ხარ ხოლ­მე?

- კი, მაგ­რამ ხში­რად არა. ბო­დი­ბილ­დინ­გის ვარ­ჯი­შე­ბის დროს ისე ვიღ­ლე­ბი, რომ მე­რე კი­დევ ცურ­ვის ენერ­გია მა­ინ­ც­და­მა­ინც არ მრჩე­ბა.

- და­სას­ვე­ნებ­ლად მთა­ში თუ და­დი­ხარ ხოლ­მე?

- იშ­ვი­ა­თად. დი­დად არ მიყ­ვარს, მა­ინც ზღვა მირ­ჩევ­ნია. თუმ­ცა აქ დას­ვე­ნე­ბა დი­დად არ გა­მო­გი­ვა, მა­ინც უფ­რო ერ­თო­ბი - ხმა­უ­რია.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება