ანდერს ფოგ რასმუსენი - უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტი ყველას, მათ შორის რუსეთს დააზარალებს

ანდერს ფოგ რასმუსენი - უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტი ყველას, მათ შორის რუსეთს დააზარალებს

ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტი რეგიონში ყველას - მათ შორის რუსეთს დააზარალებს.

ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა სააგენტო "უნიანისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

"რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები უკრაინიდან, მისი საზღვრებიდან, შეწყვიტოს აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტების შეიარაღება, დაფინანსება და წვრთნა, შეწყვიტოს ძალადობრივი დესტაბილიზაცია და ყირიმის ანექსია", - განაცხადა ანდეს ფოგ რასმუსენმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ის ძალიან შეშფოთებულია უკრაინაში არსებული სიტუაციით, რომელიც უკიდურესად სახიფათოა.

"რუსმა სამხედროებმა და ტექნიკამ უკანონოდ გადმოკვეთეს საზღვარი. უკვე აღარ არის ეჭვი, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ახორციელებენ პირდაპირ სამხედრო ოპერაციას უკრაინის შიგნით", - განაცხადა რასმუსენმა და დასძინა, რომ უკრაინის საკითხი განხილულ იქნება ნატო-ს სამიტზე, რომელიც უელსში 4-5 სექტემბერს ჩატარდება.

სამიტის ფარგლებში დაგეგმილია ნატო-უკრაინის კომისიის სხდომაც.

"მაქვს მოლოდინი, რომ სხდომის ფარგლებში ვისაუბრებთ ჩვენი პარტნიორობის გაძლიერების გზებზე. კერძოდ, ველოდები, რომ მეკავშირეები უზრუნველყოფენ სამომავლო მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რაც დაეხმარება უკრაინის თავდაცვისუნარიანობას, მათი შეიარაღებული ძალების რეფორმირებას და პოტენციალის ამაღლებას", - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა