ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის ქორწილის ახალი ფოტოები და დეტალები (+ 14 ფოტო)

ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის ქორწილის ახალი ფოტოები და დეტალები (+ 14 ფოტო)

ფოტოზე ანჯელინა ვერსაჩეს დიდებულ კაბაში პოზირებს კამერების წინ თავის შვილებთან ერთად. ამასთან, ცნობილი გახდა რამდენიმე მოსამზადებელი ცერემონიის და ქორწილის დეტალი. მაგალითად წყვილის ექვსმა ბავშვმა არა მხოლოდ პატარძლის ფატა მოხატეს, არამედ სასიყვარულო ფიცი დაუწერეს მშობლებს. 10 წლის პაქსი კი ტორტის მომზადებაში იღებდა მონაწილეობას.

”ძალიან განსხვავებული სიტუაცია იყო, თითქოს რვავე ჩვენთაგანი დაქორწინდა”, - ამბობს ანჯელინა.

დადის ხმები, რომ ბავშვების ასეთი ჩართულობა დღესასწაულის მომზადების პროცესში, ჯოლის დიზაინერ ლუიჯი მასის ისტერიკის ფასად დაუჯდა. ის კატეგორიულად წინააღმდეგი იყო, რომ ფატაზე ბავშვების ნახატები გადაეტანათ:

”ვივიენი, ნოქსი და საერთოდ ჩვენი ექვსივე შვილი არაჩვეულებრივად ხატავენ. და რა შეიძლებოდა უკეთესი ადგილი ყოფილიყო მათი შემოქმედების გამოსაფენად, ვიდრე ჩემი კაბა?” - აღნიშნა ანჯელინამ.

ამიტომ მასის სხვა არაფერი რჩებოდა, გარდა თანხმობის გამოცხადებისა. ანჯელინამ აღიარა, რომ დღესასწაულის დროს ძალიან აკლდა დედა, მარშელინ ბერტრანი, რომელიც 2007 წელს სიმსივნით გარდაიცვალა. თუმცა ბრედმა საკურთხევლის გვერდით სპეციალური გრავირებული ქვა დაამაგრა ბერტრანის პატივსაცემად, რომ ის მნიშვნელოვანი მოვლენის ნაწილი გამხდარიყო.

ქორწილში მხოლოდ პიტის და ჯოლის ახლო მეგობრები და ნათესავები იმყოფებოდნენ. სტუმართა რიცხვში არ აღმოჩნდა ჯოლის მამა ჯონ ვოიტი, რომელსაც ძველ წყენას დღემდე არ პატიობს შვილი.

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება