რას უწინასწარმეტყველებენ ათონელი ბერები უკრაინას და რუსეთს

რას უწინასწარმეტყველებენ ათონელი ბერები უკრაინას და რუსეთს

ვიქტორ იანუკოვიჩის რეჟიმის დაცემა უამრავმა ნიშნებმა იწინასწარმეტყველა, რომლებმაც უკრაინის მეოთხე პრეზიდენტი ნამდვილ "პარანოიკად" აქცია და კატასტროფამდე მიიყვანა. ასევე ბევრი ნიშანი იუწყებოდა რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე. ათონის მთის მამებმა დიდი ხნის წინ იწინასწარმეტყველეს, რით დასრულდება პოლიტიკური კრიზისი უკრაინაში.

საბერძნეთში ვიქტორ იანუკოვიჩი ათონის წმინდა მთის მოსანახულებლად ჩავიდა. ასტროლოგების და ექსტრასენსების თქმით, იანუკოვიჩის პრეზიდენტობის განმავლობაში სულ ჩნდებოდა ნიშნები: ხან დამკრძალავი თაიგული ვარდებოდა, ხან ინაუგურაციის დროს რადას კარები ცხვირწინ იხურებოდა. უკრაინულ ლაინერ ”ნომერ ერთსაც” უცნაურობა დაემართა. იანუკოვიჩი დელეგაციასთან ერთად ვაშინგტონიდან უკრაინაში ბრუნდებოდა. უცებ თვითმფრინავმა ყანყალი დაიწყო. ერთი წუთის შემდეგ ელექტროობის გათიშვა დაიწყო. ხომალდი სიმაღლეს კარგავდა. რა მოხდა მაშინ ბორტზე, უცნობია, თუმცა უკრაინაში დაბრუნებისთანავე იანუკოვიჩი სასწრაფოდ გაეშურა ათონის მთაზე. იქ ბერებმა პრეზიდენტს პოლიტიკური საქმიანობისგან სავარაუდო ჩამოშორება უწინასწარმეტყველეს.

კიევში დაბრუნებისას იანუკოვიჩის დაცვა ხუთმაგად გაძლიერდა. შემდეგ რაც მოხდა, ყველას მოგეხსენებათ, როგორც ის, თუ რამ გააქცია იანუკოვიჩი რუსეთში.

რუსეთთან ომს მრავალი ნიშანი იუწყებოდა. გაიხსენეთ, რომის პაპის ფრანცისკის გამოსვლა, როდესაც უკრაინაში მშვიდობაზე ლოცვის შემდეგ მტრედები ააფრინეს ჰაერში. მტრედებს თავს თოლია და ყვავი დაესხნენ.

2014 წლის 15 მარტს მოსკოვში უკრაინის მხარდასაჭერი მსვლელობა მოეწყო. მაშინ რუსეთის დროშა ქარმა მოგლიჯა. ათონელი ბერები ამაზე საუბრობდნენ. ხალხს წამს, რომ მათი პირით უფალი საუბრობს და შესაბამისად, ბერების სიტყვები ჭეშმარიტებაა. რა ელოდება მათი აზრით, უკრაინას მომავალში?

”უკრაინას მძიმე პერიოდის გამოვლა მოუწევს, მაგრამ ეს პერიოდი დიდხანს არ გაგრძელდება - უკრაინა ძლევამოსილი სახელმწიფო გახდება.

აი, რას უწინასწარმეტყველებენ ბერები რუსეთს: ”რუსეთი ახალ იმპერიად გადაქცევის სურვილის მიუხედავად, კრახს განიცდის. მას იზოლაცია ელის. რუსეთის მმართველი ტახტზე ორ წელს გაჩერდება და სამარცხვინოდ დატოვებს პოსტს. თავად რუსეთი გააგრძელებს არსებობას, თუმცა აყრილი ექნება ღირსება. უმეტესი რუსეთის პროვინციები გათავისუფლდებიან მოსკოვის ზედამხედველობისგან და დამოუკიდებელ ტერიტორიებად გამოცხადდებიან”.

მომზადებულია fakty.ictv.ua-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა