"ოჯახებში შეიტანა განხეთქილების სული ეშმაკმა"

"ოჯახებში შეიტანა განხეთქილების სული ეშმაკმა"

მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე საზოგადოებაში ერთმანეთთან პოლიტიკური, თუ ზნეობრივი ორიენტაციის ნიშნით დაპირისპირებაზე წერს.

"მუდამ გახსოვდეთ, ქრისტეში საყვარელო ძმებო და დებო, თქვენს საყვარელ მოძღვართან, რომელსაც თქვენ პატივს სცემთ და მამასავით გიყვართ, აღმსარებლობენ რუსი ხალხის მოყვარულნიც, ამერიკისა და ევროპის მოყვარულნიც და ისინი თქვენს მოძღვარს უყვარს ისე, როგორც უყვარხართ თქვენ. მუდამ გახსოვდეთ, რომ თქვენს მოძღვართან აღმსარებლობს ისეთი ზნის ხალხი, რომლებთანაც თქვენ შეიძლება სუფრასთანაც არ დამჯდარიყავით მათი უზნეობის გამო. მაგრამ ისინი თქვენს მოძღვარს ისე უყვარს, როგორც თქვენ უყვარხართ. ქრისტეს ყველა სინანულით აღმსარებელი უყვარს და უნანულთა სინანულსაც ელის. ადამიანთა დაპირისპირება კაცობრიობის მტერის, ეშმაკის, სურვილია. დედა ეკლესიაში მონანულთა გაერთიანება კი - ქრისტეს სურვილი. გადავხედოთ დღევანდელ სიტუაციას. არამც თუ მრევლში, ოჯახებში შეიტანა განხეთქილების სული ეშმაკმა, გადაჰკიდა რა ხალხი ერთმანეთს პოლიტიკური თუ ზნეობრივი ორიენტაციის ნიშნით. ყველას გისურვებთ დედა ეკლესიაში გაერთიანებასა და სულის ხსნას. "ვიყვარებოდეთ ურთიერთარს რათა ერთობით აღვიარებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისადე". ამინ!", - წერს ილია ვაშაკიძე.

იხილეთ ასევე: 4 წლის ბავშვი საკუთარმა ნათესავმა "დააუთოვა" - საშინელი დანაშაულის უცნობი დეტალები

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს