ნატო უკრაინაში რუსეთის ქმედებებს საერთაშორისო სამართლის დარღვევად აფასებს

ნატო უკრაინაში რუსეთის ქმედებებს საერთაშორისო სამართლის დარღვევად აფასებს

ნატო უკრაინაში რუსეთის ქმედებებს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად აფასებს. როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ ნათქვამია დეკლარაციაში, რომელიც ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართულ ნატო-უკრაინის კომისიის სხდომაზე მიიღეს.

დეკლარაციაში ნატო-ს მოკავშირეები აცხადებენ, რომ ერთიანდებიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაში.

"იმ მომენტში, როდესაც ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით, რუსეთი კვლავ აგრძელებს უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას. მიუხედავად რუსეთის უარყოფისა, რუსული ჯარები ჩართულები არიან უკრაინაში პირდაპირ საომარ ოპერაციებში. რუსეთი აგრძელებს უკარინის აღმოსავლეთში სამხედრო ჯგუფების იარაღით მომარაგებას, უკრაინის საზღვართან კი ამაგრებს ათასობით საბრძოლო მზადყოფნაში მყოფ დანაყოფებს. მოვლენების ასეთი განვითარება ძირს უთხრის უკრაინის უსაფრთხოებას და სერიოზული შედეგები აქვს მთელი ევროატლანტიკური სივრცის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე", - ნათქვამია დეკლარაციაში.

ნატო-ს მოკავშირეებმა ასევე ერთხმად დაგმეს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა