ფილმები, რომლებიც საბჭოთა კავშირის მასშტაბით ყველაზე მეტმა ადამიანმა ნახა

ფილმები, რომლებიც საბჭოთა კავშირის მასშტაბით ყველაზე მეტმა ადამიანმა  ნახა

საბჭოთა კავშირში, ფილმის წარმატება გაყიდული ბილეთების მიხედვით განისაზღვრებოდა. წარმოგიდგენთ საბჭოთა კინოგაქირავებაში ლიდერი ფილმების ათეულს.

1. ”მეოცე საუკუნის მეკობრეები”  - 1979 წელს ბორის დუროვის მიერ გადაღებული ფილმი. ის 87.6 მლნ-მა ადამიანმა ნახა.

2. ”მოსკოვს ცრემლების არ სჯერა” - ვლადიმირ მენშოვის ”ოსკაროსანი” ფილმი. (84.4 მლნ ადამიანი). 

3. ”ბრილიანტის ხელი” - 1968 წელს ლეონიდ გაიდაის მიერ გადაღებულ კომედია 76.7 მლნ-მა ადამიანმა ნახა.

4. ”კავკასიელი ტყვე ქალი”  - ლეონიდ გაიდაის მიერ 1966 წელს გადაღებული ფილმი. 1967 წელს კინოგაქირავებაში გამოსვლის შემდეგ ფილმმა პირველი ადგილი დაიკავა და მთელი წლის განმავლობაში ის 76.54 მლნ ადამიანმა ნახა.

5. ”ქორწილი მალინოვკაში” - 1967 წლის კინოგაქირავებაში ფილმმა მეორე ადგილი დაიკავა. მაშინ ფილმს 74.6 მლნ-მა ადამიანმა უყურა.

6. ”ეკიპაჟი” - რეჟისორი ალექსანდრ მიტი, 71.1 მლნ მაყურებელი.

7. ”ოპერაცია „Ы“ და შურიკას სხვა თავგადასავლები” - 1965 წლის ფილმი, რეჟისორი ლეონიდ გაიდაი. 69.6 მლნ მაყურებელი.

8. ”ფარი და მახვილი” - ოთხსერიიანი მხატვრული ფილმი მეორე მსოფლიო ომის შესახებ, რომელიც 1968 წელს გადაიღო ვლადიმერ ბასოვმა. მაყურებელი - 68.3 მლნ ადამიანი.

9. "მოუხელთებლების ახალი თავგადასავალი" - ედმონდ კეოსაიანოს 1968 წელს გადაღებული ფილმი. 66.2 მლნ მაყურებელი.

10. ”განთიადი აქ წყნარია” - ორსერიანი მხატვრული ფილმი, რომელიც რეჟისორმა სტანისლავ როსტოცკიმ 1972 წელს გადაიღო.  ფილმმა 1973 წლის კინოგაქირავებაში 66 მლნ მაყურებელი მოაგროვა.

მომზადებულია www.fresher.ru -ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება