რას კითხულობენ ცნობილი ადამიანები

რას კითხულობენ ცნობილი ადამიანები

ჰიუ ლორი

ექიმი ჰაუსი არაჩვეულებრივი ლიტერატურული გემოვნებით გამოირჩევა: მსახიობის ერთ-ერთი საყვარელი ნაწარმოებია ჰერმან მელვილის ”მობი დიკი”. გრძელი რომანი, რომელიც სავსეა ლირიკული გადახვევებით, ბიბლიური ილუზიებით და მრავალი სიმბოლოებით.

ნილ პატრიკ ჰარისი

სერიალ ”როგორ გავიცანი დედაშენი” ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი თავისუფალ დროს ძირითადად კითხვაში ატარებს. მისი საყვარელი წიგნი კეტრინ პატერსონის ”ხიდი ტერაბიტიაშია”. ისტორია ბავშვურ მეგობრობაზე, სიყვარულზე და საკუთარ სამყაროზე. სხვათა შორის 2007 წელს ნაწარმოების კინოადაპტაცია გადაიღეს.

ვუდი ალენი

ლეგენდარული რეჟისორი ლიტერატურის დიდი მოყვარულია, მაგრამ მოახერხა გამოეყო ერთი წიგნი, რომელმაც ყველაზე დიდი გავლენა იქონია მის შემოქმედებაზე და მასზე, როგორც პიროვნებაზე. ესაა მეზა მეზოუს და ბერნარდ ვულფის ”ბლუზის რექალიები”.

”ამ წიგნმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა იმიტომ, რომ კლარნეტზე ჯაზის დაკვრას ვსწავლობდი, როგორც ეზროუ და მუსიკალური იდიომების დაკვრას ვსწავლობდი, რაზეც ბერნარდ ვულფი წერს. მისი კითხვისას დრო მშვენივრად გავატარე და ამის შემდეგ ჩემი ჯაზური ვნებებიც ჩამოყალიბდა.”

სტივენ სპილბერგი

ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ამერიკელი რეჟისორის, სტივენ სპილბერგის საყვარელი წიგნი ჯეიმს ფენიმორ კუპერის ”უკანასკნელი მოჰიკანია”. ნაწარმოები ფრანკო-ინდოურ ომზე მოგვითხრობს.

კვენტინ ტარანტინო

ამერიკელ რეჟისორს, რამდენადაც უცნაურად არ უნდა გეჩვენოთ, ძალიან უყვარს საბავშვო წიგნი - ანტუან დე სენტ ეკზიუპერის ჯადოსნური ”პატარა უფლისწული”.

მერლინ მონრო

სილამაზის ეტალონის ბიბლიოთეკაში 400 წიგნზე მეტი ინახებოდა. ყველაზე გამორჩეულად მსახიობს ერნესტ ჰემინგუეის ”მშვიდობით იარაღო” უყვარდა. რომანში სასიყვარულო ისტორია პირველი მსოფლიო ომის ფონზე ვითარდება.

ჯიმ მორისონი

ჯგუფ The Doors-ს სოლისტი ინგლისელი მწერლის და ფილოსოფოსის, ოლდოს ჰაქსლის პროზით იყო გატაცებული. ჯიმის ინტერესს ყველაზე მეტად ჰაქსლის ესსე ”სამოთხე დ ჯოჯოხეთი” იწვევდა და საყვარელ ნამუშევრადაც სწორედ მას მიიჩნევდა.

მაიკლ ჯექსონი

პოპ მუსიკის მეფეს კითხვა ძალიან უყვარდა. ერთ-ერთ ინტერვიუში მაიკლმა აღიარა, რომ მას ძალიან მოწონდა ერნესტ ჰემინგუეის მოთხრობა ”მოხუცი და ზღვა”. ეს ნაწარმოები, რომელიც მსოფლიო ლიტერატურის კლასიკადაა აღიარებული, მკითხველს ეხმარება საკუთარ თავში რწმენის გაჩენაში და იმ იმედის გამყარებაში, რომ არასოდეს უნდა დანებდე და ყოველთვის მხოლოდ წინ იარო.

კურტ კობეინი

ჯგუფ ნირვანას სოლისტი და მიმდინარეობა გრანჟის ფუძემდებელი პატრიკ ზიუსკინდის დიდი თაყვანისმცემელი იყო. გერმანელი დრამატურგის რომანი ”პარფიუმერი” მომღერლის სამაგიდო წიგნი იყო.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება