რატომ წერს ლაშა მილორავა საშინელებათა ჟანრის ნაწარმოებებს

რატომ წერს ლაშა მილორავა საშინელებათა ჟანრის ნაწარმოებებს

ქართველი მკითხველები საშინელებათა ჟანრის ნაწარმოებებით განებივრებულნი არ ვართ. ლაშა მილორავას რომანი თანამედროვე ახალგაზრდობაზე, ''ბაბუა ბუკოვსკი'', მისი დებიუტი იყო ''დიდ მწერლობაში'', რომლის შემდეგაც გამოსცა ''დეგენერატების ქალაქი'', რომელიც პირველ ქართულ ''ზომბი-სთორიდ'' ითვლება. თუ რატომ გადაწყვიტა ლაშამ ამ ჟანრში წერა და რას უმზადებს თავის მკითხველს სამომავლოდ, ამას ჩვენი ''ანკეტიდან'' შეიტყობთ...

სახელი გვარი, დაბადების თარიღი, პროფესია...

ლაშა მილორავა, ბნელი 1995 წლის ცხელი 11 აგვისტო.

ადგილი და ოჯახი, სადაც დავიბადე და გავიზარდე...

დავიბადე და გავიზარდე რუსთავში, ერთ ჩვეულებრივ და სხვებისგან არაფრით გამორჩეულ ოჯახში.

წერა დავიწყე, როცა...

წერა დავიწყე, როცა თოთხმეტი წლის გახლდით. ეს იყო ''ჰარი პოტერის'' სერიების იმიტაცია, შემდეგ კი დამოუკიდებელ და ავტონომიურ მოთხრობებზე გადავედი. მოგვიანებით წამოვიდა რომანები და რეცენზიები. ლექსი არასდროს დამიწერია.

საშინელებათა ჟანრი...

საშინელებათა ჟანრი ჩემი საყვარელი, მსოფლიოში კი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და პროგრესული ჟანრია, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ მსოფლიო ლიტერატურულ პროცესს საქართველო ამაყად ემიჯნება. ის, რაც მინიმუმ ოცი წლის წინ უნდა დაწყებულიყო, სათავეს ახლა იღებს. რა თქმა უნდა, ჩვენთანაც არის ხალხის გარკვეული ნაწილი, რომელიც ასე თუ ისე იცნობს ამ ჟანრის წარმომადგენლებს და მათ აქტიურად კითხულობს, ბოლო წლებში ასევე წამოვიდა ჟანრული პროზის თარგმანებიც, რაც, თავისთავად, ამ ტიპის ლიტერატურის პოპულარიზაციას ემსახურება, მაგრამ რაც ყველაზე ცუდია _ ქართველი ავტორები არ სთავაზობენ მკითხველს მსგავს ტექსტებს, ალბათ არასაკმარისად ''სერიოზულად'' მიაჩნიათ. რატომ უნდა დაწერო ზომბებზე, როცა შენი უბნელი ვასკა ''პერედოზით'' კვდება. იმდენი ხანია ერთ ადგილს ვტკეპნით, მიწაში უკვე ისე ღრმად ვართ ჩასულები, ფიზიკურად ვეღარ ვხედავთ, ორმოს იქით მსოფლიოში რა ხდება.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება