პეტრო პოროშენკო - ხვალიდან ტყვეების გაცვლა დაიწყება

პეტრო პოროშენკო - ხვალიდან ტყვეების გაცვლა დაიწყება

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების ბაზაზე დაიწყება ტყვეთა გაცვლა, რისთვისაც უკვე შემუშავებულია "საგზაო რუკა", რომლის ფარგლებშიც დეესკალაციასთან დაკავშირებით მთელი რიგი ღონისძიებები გაიმართება. ამის შესახებ "ინტერფაქს-უკრაინა" იუწყება.

"ვგეგმავთ უახლოეს მომავალში მძევლების გაცვლა დავიწყოთ, კერძოდ, ხვალიდანვე", - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა. მისი თქმით, მინსკში ხელმოწერილი ოქმი 12 პუნქტისგან შედგება დონეცკსა და ლუგანსკში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით. პრეზიდენტის განცხადებით, ეს არის საბაზისო შეთანხმება აღმოსავლეთ უკრაინაში კრიზისის გადასაწყვეტად.

პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინული მხარე ყველაფერს გააკეთებს მის ხელთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში სტაბილურობისა და მშვიდობისთვის. მისივე თქმით, უკრაინა მზადაა გადადგას ნაბიჯები დონეცკისა და ლუგანსკის ცალკეულ რაიონებში ხელისუფლების დეცენტრალიზაციის კუთხით, მათთვის ეკონომიკური თავისუფლების მინიჭებით და ეროვნული უმცირესობებისთვის კულტურული ტრადიციების შენარჩუნებით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა