მისის ამერიკის ორგანიზატორებმა ყირიმი რუსეთის ნაწილად მოიხსენიეს (+ ვიდეო)

მისის ამერიკის ორგანიზატორებმა ყირიმი რუსეთის ნაწილად მოიხსენიეს (+ ვიდეო)

ამერიკული სილამაზის კონკურსის - "მისის ამერიკას" ორგანიზატორებმა შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთეს. მათ დააანონსეს, რომ 2015 წელს "მისის ამერიკა" "მისის რუსეთთან" გაერთიანდება და დაჯილდოების ცერემონია "რუსულ კურორტზე, ქალაქ სევასტოპოლში" ჩაივლის.

"მისის ამერიკა" რუსეთში მიემგზავრება. ”მისის ამერიკის” და ”მისის რუსეთის” კორონაცია სევასტოპოლში, რუსეთში გაიმართება. 2015 წლის სექტემბერს 25 წლის შემდეგ, ჩვენ ისევ ერთად ვართ", - წერენ სოციალურ ქსელში "მისის ამერიკას" ოფიციალურ გვერდზე.

ამასთან, ”იუთუბზე” შესაძლებელია ვიდეოს ხილვა, რომელიც ამ სიტყვებს ადასტურებს. ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ 25 წლის წინ საბჭოთა კავშირმა ამერიკა კონკურსის გასამართად მოსკოვში დაპატიჟა, რათა ორ ერს შორის ხიდი გაედო. 2015 წელს კი კონკურსი კვლავ რუსეთში გაიმართება, ანუ ყირიმში, - ამბობენ ორგანიზატორები.

მომზადებულია like.lb.ua-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა