ჯასტინ ტიმბერლეიქი და ჯესიკა ბილი ეყრებიან?

ჯასტინ ტიმბერლეიქი და ჯესიკა ბილი ეყრებიან?

უცხოური მედია იუწყება, რომ ჯასტინ ტიმბერლეიქის და ჯესიკა ბილის ორწლიან ქორწინებას ბზარი გაუჩნდა. როგორც ამბობენ, 33 წლის მომღერალი თავის ცოლს ხშირად ღალატობს.

ამაზე ის ფოტოებიც მეტყველებს, რომლებშიც ტიმბერლეიქი უცნობ გოგონებთან გადახვეულია აღბეჭდილი. ფოტოები გადაღებულია 22 აგვისტოს პარიზის ერთ-ერთ ღამის კლუბში. საფრანგეთის დედაქალაქში გამართული კონცერტის შემდეგ, ჯასტინი თავის ნაცნობის დაბადების დღეზე წავიდა, მოცეკვავეებთან და ჯგუფის მუსიკოსებთან ერთად.

წვეულებაზე მან ბევრი ალკოჰოლი მიიღო, იუბილარს Happy birthday უმღერა და ამის შემდეგ საცეკვაოდ გაეშურა ორ უცნობ ლამაზმანთან ერთად. ერთ-ერთის მიმართ მომღერალი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა.

შეგახსენებთ, რომ პირველად ტიმბერლეიქი ჯესიკა ბილთან ერთად 2007 წელს შენიშნეს, როდესაც წყვილი ერთად პარკ სიტიში სნოუბორდზე სრიალებდა. შეხვედრები მათ 2008 წელს დაიწყეს. 2010 წელს კი ოფიციალურად განაცხადეს, რომ ერთმანეთს დაშორდნენ. მაგრამ 2012 წლის 19 ოქტომბერს ინტერნეტში მათი ქორწილის ამსახველი ფოტოები გავრცელდა.

მომზადებულია breathecast.com-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება