ზაპოროჟიეს ოლქში ტონაზე მეტი ამპუტირებული კიდურები აღმოაჩინეს

 ზაპოროჟიეს ოლქში ტონაზე მეტი ამპუტირებული კიდურები აღმოაჩინეს

ზაპოროჟიეს ოლქში, კამიშევახას დასახლებასთან ახლოს მდებარე ტყეში, სამართალდამცავებმა ტონაზე მეტი "კლინიკური ნარჩენები" , მათ შორის ამპუტირებული კიდურები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს ოლქის სამართალდამცავი უწყება ავრცელებს.

როგორც აღმოჩნდა, ამ ყველაფერს კავშირი აქვს დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობასთან. გაირკვა, რომ ეს ჯგუფი დიდი ხნის განმავლობაში მუნიციპალურ სახსრებს ითვისებდა, რომელიც გამოყოფილი იყო ე.წ. კლინიკური ნარჩენების, მათ შორის სხეულის ამპუტირებული კიდურების კრემაციის გზით განადგურებისთვის.

დადგენილია, რომ ზაპაროჟიეს ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ასრულებდა შეთანხმებას "კლინიკური ნარჩენების" დასამარხად და ამ მომსახურებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხას ითვისებდა. მის მიერ მითვისებული თანხის ოდენობამ 170 000 უკრაინული გრივნა მიითვისა.

კომპანია, რომლის სახელიც არ ხმაურდება, სპეციალიზებული იყო საშიში ნარჩენების, მათ შორის კლინიკური (ბიოლოგიური) ნარჩენების უტილიზაციაზე. კლინიკურ ნარჩენებში შედიოდა ოპერაციების შედეგად მოკვეთილი კიდურები, აბორტის შედეგად ამოკვეთილი ემბრიონები, ვეტერინარული პრაქტიკის დროს გამოყენებული ნარჩენები და ა.შ.

ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა