ჰოლანდიელმა მთარგმნელმა პუტინისგან ჯილდოს მიღებაზე უარი განაცხადა

ჰოლანდიელმა მთარგმნელმა პუტინისგან ჯილდოს მიღებაზე უარი განაცხადა

ჰოლანდიელმა მთარგმნელმა ჰანს ბოლანდმა, რომელსაც 26 აგვისტოს პუშკინის სახელობის ჯილდო მიენიჭა, ვლადიმერ პუტინის გამო, ჯილდოს მიღებაზე უარი განაცხადა.

"უნიანის" ინფორმაციით, დაჯილდოება 4 ნოემბერს უნდა გაიმართოს, ამ ჯილდოს კრემლში უშუალოდ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გადასცემს.

ბოლანდი მოსკოვში ჰოლანდიაში რუსეთის კულტურის ატაშემ ფიოდორ ვორონინმა მიიპატიჟა.

"დიდი სიამოვნებით მივიღებდი ჯილდოს, რომ არა თქვენი პრეზიდენტი, რომლის მოქმედებები და აზრები ამაზრზენია. ის წარმოადგენს უდიდეს საფრთხეს ჩვენ პლანეტაზე თავისუფლებისა და მშვიდობისთვის. ღმერთმა ქნას, მისი "იდეალები" უახლოეს პერიოდში განადგურდეს. მასსა და ჩემს შორის ნებისმიერი კავშირი ამაზრზენი და მიუღებელია" , - წერს ჰოლანდიელი მთარგმნელი ვორონინისადმი წერილში.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა