ბიძინა ივანიშვილის პაროდისტს ბაზრობაზე ტანსაცმლის შეძენა არ ერიდება

ბიძინა ივანიშვილის პაროდისტს ბაზრობაზე ტანსაცმლის შეძენა არ ერიდება

გემომეტრის სტუმრები ნიკა კაკაბაძე და ნატა გულიაშვილი ფავორიტი სამოსის მაღაზიებისა და სილამაზის სალონების შესახებ ისაუბრებენ.

ნიკა კაკაბაძე:

- შოპინიგზე სიარული დიდად არ მიყვარს, თუ გარემოება და საჭიროება არ მაიძულებს, არ მივდივარ. ჩემი მეგობარი მუშაობს ''სელიოში'' და მისი ხშირი სტუმარი ვარ, ასევე მივდივარ ''თბილისი მოლში'', ''ზარაში'', თუ რამე განსაკუთრებულს წავაწყდი, ბაზრობაზეც არ ვუკადრისობ ყიდვას.

- მას შემდეგ, რაც პოპულარული გახდით, თქვენ დანახვაზე უმატებენ თუ აკლებენ ფასებს?

- ორივე შემთხვევა ყოფილა.

- რომელ სილამაზის სალონს სტუმრობთ ხშირად?

- პეკინზე მდებარეობს სილამაზის სალონი, სადაც ბიძინა ივანიშვილის ვარცხნილობას მიკეთებენ, სამწუხაროდ, სალონის სახელი არ მახსოვს... როდესაც თმის შეჭრა მჭირდება, იმავე სალონს ვსტუმრობ, სხვაგან იშვიათად დავდივარ.

- ურჩიეთ მაინც ჩვენს მკითხველს ისეთი სილამაზის სალონი, რომლითაც კმაყოფილი დარჩენილხართ, ან გსმენიათ, რომ პროფესინალები მუშაობენ...

- სიმართლე გითხრათ, სილამაზის სალონებთან ნაკლებად მაქვს შეხება, მაგრამ ''ჯიო'' გამიგია, მეტს ვერ დაგისახელებთ.

ნატა გულიაშვილი:

- ტანსაცმელს ძირითადად ''ზარასა'' და ''მანგოში'' ვყიდულობ, რადგან მათი სტილი მომწონს, თუმცა თუ სხვა მაღაზიებში ვპოულობ ჩემთვის სასურველ სამოსს, იქაც ვიძენ.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება