დალაი ლამამ პუტინი ეგოცენტრიზმის გამო გააკრიტიკა

დალაი ლამამ პუტინი ეგოცენტრიზმის გამო გააკრიტიკა

გერმანული გაზეთი Die Welt  ბუდისტების სულიერი ლიდერის, დალაი ლამას ინტერვიუს აქვეყნებს. დალაი ლამამ შეაფასა რუსეთსა და ჩინეთში თანამედროვე პოლიტიკური სიტუაცია და რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გააკრიტიკა.

დალაი-ლამას მტკიცედ სჯერა, რომ ის სახლში - ტიბეტში დაბრუნებას მალე შეძლებს. მისი ვარაუდი ეფუძნება ჩინეთის მისწრაფებას, უარი თქვას თვითიზოლაციაზე და შექმნას მეტად  დემოკრატიული საზოგადოება. დალაი ლამას ვარაუდით, ჩინეთის ახალმა პრეზიდენტმა სი ცზიმპინმა ახალი ერა დაიწყო: "მას სურს, უფრო ჰარმონიული საზოგადოების შექმნას, ვიდრე მის მოსვლამდე, პრეზიდენტ ჰიუ ცზინტაოს დროს არსებობდა".

გარდა ამისა, დალაი ლამამ რუსეთის პრეზიდენტი პუტინიც გააკრიტიკა.

"ბატონი პუტინი თავიდან იყო პრეზიდენტი, შემდეგ პრემიერი, შემდეგ ისევ პრეზიდენტი. ეს ცოტა მეტისმეტია და აჩვენებს მის ძალიან ეგოცენტრულ დამოკიდებულებას: მე! მე! მე! ამაში იმალება ყველა პრობლემის სათავე",- აღნიშნა მან.

დალაი ლამას თქმით, დღეს ჩინეთი და რუსეთი სრულიად განსხვავებულ მისწრაფებებს ამჟღავნებს. დალაი ლამას მიაჩნია, რომ ჩინეთი ცდილობს იყოს გლობალური პოლიტიკური სისტემის ნაწილი, მაშინ როდესაც პრეზიდენტი პუტინი ამას უგულებელყოფს.

"ჩვენ შევეგუეთ იმას, რომ ბერლინის კედელი დაინგრა. ახლა პრეზიდენტ პუტინს, როგორც ჩანს, მისი ახლიდან აშენება სურს. მაგრამ ის ზიანს საკუთარ ქვეყანას აყენებს. იზოლაცია - ეს რუსეთისთვის თვითმკვლელობის ტოლფასია",- განაცხადა მან.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა