ანჯელინა ჯოლის 10 საიდუმლო, რომლის დავიწყებასაც ცდილობს

ანჯელინა ჯოლის 10 საიდუმლო, რომლის დავიწყებასაც ცდილობს

1. დასახელდა ჰოლივუდის ყველაზე ცუდ დედად

2012 წელს ანჯელინა კრისტინა აგილერასთან ერთად, ყველაზე ცუდ დედად დაასახელეს ვარსკვლავებს შორის. სამარცხვინო ტიტული ბავშვების არასწორი კვების და მათი აღზრდის დეფიციტის გამო მიიღო. სხვათაშორის, ჯოლი-პიტის წყვილმა არაერთხელ თქვა, რომ მათ შვილებს ძალიან უყვართ ”მაკდონალდსი” და გაზიანი სასმელები.

2. გაიკეთა ცხვირის პლასტიკური ოპერაცია

ანჯელინას, როგორც ყველას ჰგონია, არა ტუჩების, არამედ ცხვირის პლასტიკა აქვს გაკეთებული. ასევე ლაზერული კორექცია თვალებზე.

3. რომანი ჰქონდა მიკ ჯაგერთან

პირველად 1997 წელს, ”როლინგ სტოუნზის” კლიპის გადაღებისას შეხვდნენ და ხანმოკლე რომანი გააბეს. მეორედ, 2003 წელს, როდესაც ანჯელინა ბრიტანელ მსახიობ ჯონი ლი მილერზე იყო გათხოვილი.

4. უმა თურმანს ოჯახი დაუნგრია

2004 წელს უმა თურმანის და იტან ჰოუკის განშორების უკან სწორედ ანჯელინა იდგა. როდესაც თურმანმა ქმრის ღალატის შესახებ შეიტყო, მალევე მოითხოვა განქორწინება. ჯოლის და ჰოუკის რომანი დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან ანჯელინამ გაიგო, რომ ჰოუკი მასაც ღალატობდა კანადელ მოდელ ჯენ პერცოვთან.

5. ხვდებოდა ქალებს

ახალგაზრდობაში ანჯელინას ბევრი საყვარელი ჰყავდა. მსახიობი თანახმა იყო ყველაზე სკანდალურ ექსპერიმენტებზეც კი, ოღონდ ეკრანზე გამოჩენილიყო. ჯოლი არასოდეს მალავდა საკუთარ ბისექსუალობას. ”მას შემდეგ, რაც ქალებთან შეხვედრა დავიწყე, მივხვდი რასაც ნიშნავს ფიცართან წოლა. სიგამხდრე, ეს ის არაა, რაც გჭირდება, როდესაც შუქს აქრობ”, - განაცხადა მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

6. შეაცდინა დედის საყვარელი

16 წლის ანჯელინას მოკლე, მაგრამ ვნებიანი რომანი ჰქონდა დედის ბოიფრენდთან. როდესაც ეს დედამისმა გაიგო, ძალიან გაბრაზდა შვილზე. ამ ფაქტმა ძალიან გაუფუჭა დედა-შვილს ურთიერთობა.

7. ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ შიშველმა გადაიღო ფოტოები

1999 წელს 24 წლის ჯოლი დიდ წვეულებაზე იყო, სადაც ჰეროინით და მარიხუანით გაბრუებული შიშველ ფოტოსესიაზე დათანხმდა. ფოტოები მხოლოდ 2010 წელს გამოქვეყნდა წარწერით - ”ღამე, რომლის დავიწყებაც ჯოლის ყველაზე მეტად სურს”.

8. ცდილობდა თავის მოკვლას და სუიციდურ აზრებს თავის დასერვით იცილებდა

მას დეპრესია ჰქონდა და კილერიც კი დაიქირავა, რომ თუ თავად ვერ მოახერხებდა თავის მოკვლას, მას მოეკლა. კისერი დაისერა და სხეულის სხვა ნაწილებიც. მას ეს ცუდი აზრებისგან გათავისუფლებაში ეხმარებოდა.

9. მრავალი წლები არ ელაპარაკებოდა მამას

ანჯელინას და ბრედ პიტის ქორწინების შესახებ ჯოლის მამამ, ჯონ ოიტმა ჟურნალისტებისგან შეიტყო. ანჯელინამ ვერ აპატია მამამისს დედის მიტოვება. ახლა მამასთან ასე თუ ისე ნორმალური ურთიერთობა აქვს. ”ბავშვებს ნახულობს. ვფიქრობ ასეც უნდა იყოს. როდესაც დედაჩემი გარდაიცვალა, მე ვიყავი ის ადამიანი, ვისაც ჯონისთვის უნდა დაერეკა და ყველაფერი მოეყოლა. ექვსი წელი არ გვქონდა კონტაქტი და როცა დავურეკე, 2 წუთი ვისაუბრეთ”. სწორედ ბრედმა დაარწმუნა ანჯელინა, ეპატიებინა მამისთვის წყენა და მიეცა უფლება შვილიშვილების მონახულების.

10. აღვირახსნილმა ცხოვრებამ კინაღამ იმსხვერპლა

”ყველაზე მძიმე და ბნელი დღეები გამოვიარე და გავუძელი. ახალგაზრდა არ მოვკვდი და ეს დიდი წარმატებაა. ბევრმა არტისტმა ვერ გადაიტანა ის, რისი გადატანაც მე შევძელი. ისევ ”ცუდი გოგო” ვარ, ასეთი ვიყავი და ვიქნები. ეს ჩემი განუყოფელი ნაწილია. უბრალოდ, ახლა ბრედი მყავს და ჩვენი თავგადასავლები გვაქვს”, - ირწმუნება მსახიობი.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება